Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სულხან სალაძე: საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი უნდა თქვას ბერას საჩუქარზე

09 ნოემბერი, 2017 13:24

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი ბერა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო აპარატურის ჩუქების ფორმით გადაცემის შესახებ მსჯელობა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაა.

სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე ამბობს, რომ ის ამ პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან საქართველოში არ იმყოფება. თუმცა, სულხან სალაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება სოციალური ქსელით საჯაროდ გაავრცელა. 

მას მიაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უარი უნდა თქვას ჩუქების ფორმით ქონების მიღებაზე. 

„ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილის კომპანიისგან საჩუქრად გადმოცემული ქონების მიღება, ეწინააღმდეგება მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონს (კანონის მე-2 მუხლის „ჰ" პუნქტი, ასევე მე-15 მუხლი და მე-16 მუხლის „ა" ქვეპუნქტი), რადგან საჩუქრის მიღების შემდეგ, შესაძლოა მაუწყებელი პოლიტიკური და/ან კომერციული გავლენის ქვეშ მოექცეს;

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიზანს წარმოადგენს არა მარტო იდენტიფიცირებული პოლიტიკური და/ან კომერციული გავლენის აღკვეთა, არამედ ასეთი გავლენის პრევენცია;

მიმაჩნია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრის მიერ საჩუქრად გადმოცემული ქონების მიღება, დააზარალებს მაუწყებლის იმიჯს და კითხვებს გააჩენს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით;

საბჭოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხზე მსჯელობამდე, გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიღებს საჩუქარს წარმოადგენს სამეურვეო საბჭოს უპატივცემულობას (როგორ მინიმუმ) და ფაქტის წინაშე დაყენებას“, - ამბობს სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე.  

ბერას კომპანიას საზოგადოებრივი მაუწყებელი 346 098 ლარს გადაუხდის

ბერა: მინდა ტექნიკა და ყველა სხვა აპარატურა საჩუქრად „პირველ არხს“ გადავცე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^