Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბერა: მინდა ტექნიკა და ყველა სხვა აპარატურა საჩუქრად „პირველ არხს“ გადავცე

30 ოქტომბერი 2017

მომღერალი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ ტექნიკას და ყველა სხვა აპარატურას, რომელიც მის სტუდიას არ სჭირდება, საჩუქრად გადასცემს პირველ არხს. 

„ამ დღეებში გარკვეული აჟიოტაჟი მოჰყვა პირველი არხის მიერ ჯიდიესის კუთვნილი აპარატურის ქირავნობას და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება, ცალკეულმა ადამიანებმა სცადეს ამ ფაქტით სპეკულირება. საქმის არსი გახლავთ ის, რომ მას შემდეგ, რაც ჯიდიესი შეიძინა ტელეკომპანია „იმედმა“, ტექნიკის გარკვეული ნაწილი, რომელიც კინოგადაღებებისთვის გამოიყენებოდა, ნასყიდობის ხელშეკრულების მიღმა დარჩა. ჩემთვის ამ ტექნიკის შესახებ არაფერი იყო ცნობილი და მის შესახებ სწორედ ამ აჟიოტაჟის წყალობით შევიტყვე. მე არც ტენდერის შესახებ ვიცოდი და ცხადია, რომ ამით მატერიალური სარგებლის მიღება ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა. დაბოლოს, რადგან აღმოჩნდა, რომ არსებობს ტექნიკა, რომელიც არ სჭირდება ჩემს სტუდიას, სამაგიეროდ სჭირდება პირველ არხს, მინდა, რომ ეს ტექნიკაც და ყველა სხვა აპარატურა, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია და არ სჭირდება კინოსტუდიას, საჩუქრად გადავცე პირველ არხს,“ - ნათქვამია ბერა ივანიშვილის წერილში, რომელიც მან სოციალური ქსელით გაავრცელა.  

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 10 ოქტომბერს სპეციალური განათების უზრუნველყოფის მომსახურების შესასყიდად ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო წინადადების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი სატელევიზიო გადაცემისთვის „აქტუალური თემა 1 არხზე მაკა ცინცაძესთან ერთად“ 9 თვით განათებას იქირავებს. ტენდერის საერთო ღირებულება 346 098 ლარია.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ შპს „სილქ ფაქტორი სტუდიომ“ მიიღო.  კომპანია 2017 წლის თებერვალში დაფუძნდა. მისი 100% წილის მფლობელი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის  შვილი ბერა ივანიშვილია, დირექტორი კი გოგა ხაინდარავა.

ამავე კომპანიამ 2017 წლის სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებული სხვა ტენდერიც მოიგო.  

მაუწყებელმა სექტემბერში გენერატორი, ძალოვანი კაბელით და დენის გამანაწილებელის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისთვის გამოაცხადა. ტენდერში ორმა პრეტენდენტმა მიიღო მონაწილეობა. ტენდერიდან დოკუმენტაციის დროულად არ წარდგენის გამო დისკვალიფიცირდა ი.მ. „ლაშა კვერეცხელია“ და კონტრაქტი ბერა ივანიშვილის კომპანიასთან გაფორმდა.  ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 25 913 ლარს (ოცდახუთი ათას ცხრაას ცამეტი) დღგ-ს ჩათვლით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^