შსს-ს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მამუკა თურმანიძის ინფორმაციით, მისმა სამსახურმა სასტუმრო უსაფრთხოების კუთხით შეამოწმა. თურმანიძე შემოწმების შედეგების გასაჯაროებას ხვალ აპირებს.
რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მისი თქმით, ამას შესაბამისი სამსახურები დაადგენენ. ამ დროისთვის სასტუმრო „ლეო გრანდის“ ყველა ნომრიდან ადამიანების ევაკუირება დასრულებულია. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
შს მინისტრი გიორგი გახარია კი სასტუმროს მიერ სახანძრო წესების შესაძლო დარღვევაზე საუბრობს.
„ინფორმაციით, რომელიც ჩვენ ამ წუთებში გვაქვს, შენობას არ გააჩნდა სახანძრო კიბე, ამიტომ მოხდა არა მხოლოდ მაშველების სახანძრო კიბის, არამედ სხვადასხვა ტექნიკის გამოყენების საშუალებით ადამიანების ევაკუირება, რომლებიც ბლოკირებულები იყვნენ მეშვიდე სართულზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვუხადო მაშველებს, მათ შეძლეს ამოცანის გადაჭრა და ის ხალხი, რომელიც იყო ბლოკირებული, გადაარჩინეს“,- აცხადებს გახარია.
შს მინისტრი: თუ სახანძრო ნორმების დარღვევა დადასტურდა, გადაწყვეტილება ძალიან მკაცრი უნდა იყოს
„ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის საქმეზე თავდაპირველად გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. მოგვიანებით კი 243-ე მუხლის მესამე ნაწილით გადაკვალიფიცირდა.
„ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის საქმეზე გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა
"ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით,11 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გარდაცვლილების იდენტიფიცირება მიმდინარეობს. მაშველებმა და პოლიციელებმა სასტუმროს შენობიდან ასზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. მათ შორის არიან როგორც სტუმრები, ასევე, სასტუმროს თანამშრომლები.
შსს: წინასწარი ინფორმაციით, „ლეო გრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, მოქმედებს მართვის ცენტრი, რომელსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ხელმძღვანელობს. მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი: 595950925.