Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი

28 ნოემბერი, 2017 17:44

„დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ დაადასტურა ის რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამბობდით, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი“, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა  ისაუბრა. 

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. 

„ეს უკვე აღიარებული არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, იცით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა  ჩვენ მიერ უკვე მოგებული გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იყო კონვენციის მე-18  მუხლის დარღვევაზე და ასევე  მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევაზე.

შესაბამისად დიდმა პალატამ იმსჯელა და აღნიშნული გადაწყვეტილება დატოვა ძალაში და დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის მიმართ დარღვეულია ეს მუხლები.  შესაბამისად,საქართველოს ხელისუფლებას მერაბიშვილის სახით ჰყავს პოლიტიკური პატიმარი“,- განაცხადა ჩივიაშვილმა.  

მისი თქმით,  წულუკიანის განცხადება, რომ ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებისთვის საზიანო არაფერი მომხდარა და რომ მერაბიშვილს არ მოუგია სასამართლო პროცესი, არალოგიკურია, რადგან ხელისუფლებამ გაასაჩივრა სტრასბურგის თავდაპირველი გადაწყვეტილება.  

„რაც შეეხება ქალბატონი წულუკიანის განცხადებას იმასთან დაკავშრებით, რომ თითქოს და ხელისუფლებისთვის საზიანო არაფერი მომხდარა ამ გადაწყვეტილებით და მათ არაფერი წაუგიათ არის ლოგიკას მოკლებული. ჩვენ გვახსოვს მისი განცხადებები, როდესაც იყო პირველი გადაწყვეტილება სტრასბურგის და იგი აცხადებდა, რომ ხელისუფლებას არ წაუგია და არ დამარცხებულა სტრასბურგის სასამართლოში. თუმცა შემდგომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს დიდ პალატაში. დღეს დიდმა პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება, სადაც თქვა, რომ ძალაში დატოვა ძველი გადაწყვეტილება. გამოდის დღეს ქალბატონი მინისტრი და ამბობს, რომ  ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების საზიანო გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და ივანე მერაბიშვილს არ მოუგია სასამართლო. ეს ერთმანეთთან ვერ მოდის თანხვედრაში და არალოგიკურია“,-განაცხადა ადვოკატმა. 

ჩივიაშვილის თქმით, ის ხვალ შეხვდება ვანო მერაბიშვილს. 

წულუკიანი - სტრასბურგის გადაწყვეტილება კომპენსაციის გადახდის გარდა არაფერს გამოიწვევს

ევროსასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის მიმართ მე-18 და მე-5 მუხლის დარღვევა დაადგინა​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^