„აქ არ არის საუბარი იმაზე, რამდენად კანონიერია ვანო მერაბიშვილის პატიმრობა" - ამის შესახებ „რუსთავ 2-ს" ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება კონკრეტულ ეპიზოდზე საუბრობს.
„სასმართლო თვლის, რომ ამ ეპიზოდთან მიმართებაში გამოძიება სრულფასოვნად არ ჩატარებულა და ეს ეპიზოდი ეხება მერაბიშვილის დაპატიმრების შემდგომ სიტუაციას. მის პატიმრობასთან დაკავშირებულ, წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხზე და ზოგადად მის დანაშაულთან მიმართებაში სასამართლოს არ უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა" - თქვა მათიკაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად დაადგინა.
არამატერიალური ზარალის მიყენებისთვის საქართველომ ვანო მერაბიშვილს 4 000 ევრო უნდა გადაუხადოს - შესაბამისი გადაწყვეტილება ევროსასამართლომ დღეს გამოაქვეყნა.
სასამართლოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებას მხარი 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ დაუჭირა.
ევროსასამართლოს დიდმა პალატამ მერაბიშვილის მიმართ მე-18 და მე-5 მუხლის დარღვევა დაადგინა