Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კილაძე ომბუდსმენობის კანდიდატს: პოზიტიურად ვაფასებ, რომ თქვენ ებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს

29 ნოემბერი, 2017 16:22

შთამბეჭდავი და საინტერესო - ასე აფასებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატები ომბუდსმენობის კანდიდატის, გიორგი ფოფხაძის ბიოგრაფიას. სანამ პლენარულ სხდომაზე ომბუდსმენობის კანდიდატებს კენჭს უყრიან, ადამიანის უფლებების კომიტეტზე გიორგი ფოფხაძეს უსმენენ.

„საკმაოდ შთამბეჭდავი და ძალიან საინტერესო ბიოგრაფია გაქვთ. საინტერესოა, რასაც აქ ვკითხულობ. თქვენ, ალბათ, გაეცანით სახალხო დამცველის ანგარიშებს. თქვენი პოზიცია როგორია, ანგარიშებს როგორ შეაფასებთ, წმინდა შინაარსობრივი კუთხით, გამოწვევას ხედავთ თუ არა ამ ანგარიშებში. თუ მხარდაჭერა გექნებათ, როგორი იქნება შინაარსობრივად თქვენი ანგარიშები, რაიმე გაუმჯობესებას, რაიმე სიახლეს როგორ აპირებთ?“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილს დაეთანხმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ ფოფხაძის ბიოგრაფია „ძალიან ხანგრძლივი და ნამდვილად შთამბეჭდავია“.

„ძალიან კარგი ბიოგრაფია გაქვთ საქმიანობის კუთხით. რაც თქვენი ბიოგრაფია გავიცანი, კითხვის ნიშნები ნამდვილად არ მაქვს. მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება იმასთან მიმართებით, რომ თქვენ ებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს და  წვლილი გაქვთ შეტანილი ამ საქმეში, რაც ჩემთვის, პირადად, ძალიან დიდი პლუსია ადამიანის ბიოგრაფიისთვის“ - თქვა კილაძემ.

დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ როგორ აფასებს ფოფხაძე მოქმედი სახალხო დამცველის ანგარიშებს.

სოფო კილაძემ მას ჰკითხა, ხედავს თუ არა ბავშვთა უფლებების კანონით რეგულირების საჭიროებას, რამდენადაც კომიტეტი ახლა ამ  საკითხზე მუშაობს. იგი ასევე დაინტერესდა, თუ როგორია ფოფხაძის ხედვა სოციალურ-ეკონომიკური უფლებების განვითარების კუთხით.

დეპუტატი რატი იონათამიშვილი დაინტერესდა, თუ როგორია კანდიდატის ხედვა შშმ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ასევე - თუ როგორ განვითარდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები ბოლო 5 წლის განმავლობაში.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ღიად განაცხადა, რომ იგი პლენარულ სხდომაზე მხარს გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას დაუჭერს. 

გედევან ფოფხაძე: ლომჯარიასაც მოვუსმინე და გიორგი ფოფხაძის ბიოგრაფია ჩემთვის უფრო ღირებულია

„ორივე კანდიდატი კვალიფიკაციით, ჩემი აზრით, კითხვის ნიშნებს არ ბადებს. ქალბატონ ლომჯარიასაც ვუსმენდი გუშინ და საკმაოდ კვალიფიციური კანდიდატია, რომელსაც კარგი ხედვა აქვს ომბუდსმენის პოზიციაზე თავის რეალიზაციის, თუმცა გულწრფელად მინდა, საჯაროდ განვაცხადო, რომ ბატონი გიორგის ბიოგრაფია ჩემთვის უფრო ღირებულია“ - თქვა გედევან ფოფხაძემ.

ფოფხაძე სახალხო დამცველის კანდიდატმა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსმა" დაასახელა. მისი კონკურენტი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ დასახელებული ნინო ლომჯარიაა. მას პარლამენტმა გუშინ მოუსმინა.

ომბუდსმენს პარლამენტი დღეს აირჩევს.

გიორგი ფოფხაძე: ვაპირებ, ომბუდსმენის აპარატი ევროპულ რელსებზე გადავიყვანო

ფოფხაძის პრიორიტეტები ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში - მძიმე სოციალური ფონის გამოსწორება

საპარლამენტო უმრავლესობამ ნინო ლომჯარიას კანდიდატურა ოფიციალურად 27 ნოემბერს წარადგინა. უმრავლესობას არასამთავრობო სექტორმა თავდაპირველად ოთხი კანდიდატი შესთავაზა: ანა ნაცვლიშვილი, ზვიად ქორიძე, ვახუშტი მენაბდე და ნინო ლომჯარია.

ნინო ლომჯარია 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე იყო საქართველოს გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე. მანამდე, 2011-2015 წლებში ის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^