გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. ფოფხაძე სახალხო დამცველის კანდიდატად ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსმა" დაასახელა. მისი კონკურენტი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ დასახელებული ნინო ლომჯარიაა. მას პარლამენტმა გუშინ მოუსმინა.
გიორგი ფოფხაძეს სამმა წევრმა მხარი დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ხოლო ექვსმა ფოფხაძის წინააღმდეგ მისცა ხმა. მიუხედავად ამისა, ფოფხაძის კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე გავა.
კილაძე ომბუდსმენობის კანდიდატს: პოზიტიურად ვაფასებ, რომ თქვენ ებრძოდით სააკაშვილის რეჟიმს
გედევან ფოფხაძე: ლომჯარიასაც მოვუსმინე და გიორგი ფოფხაძის ბიოგრაფია ჩემთვის უფრო ღირებული
ფოფხაძის პრიორიტეტები ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში - მძიმე სოციალური ფონის გამოსწორება
გიორგი ფოფხაძის CV-ში, რომელიც „ლიბერალს" პარლამენტმა მიაწოდა, ფოფხაძე აღნიშნავს, რომ იგი ბრიუსელში ევროსტრუქტურებსა და NATO-ში „ობიექტივის" ჟურნალისტი იყო:
გიორგი ფოფხაძე
პირადი ინფორმაცია
- დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
- დაბადების თარიღი: 1967.11.07
- მოქალაქეობა: საქართველო
სამუშაო გამოცდილება
- რადიოსადგურ "თავისუფლება - თავისუფალი ევროპის" ჟურნალისტი თბილისში,
- მიუნხენში, მოსკოვში, ბრიუსელში
- რადიოსადგურ "Radio France Internationale"-ის ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი
- აკრედიტებული ევროსტრუქტურებსა და ნატოში
- ამერიკული საინფორმაციო სააგენტო "Associated Press"-ის თბლილისის ბიუროს
- ხელმძღვანელი
- ამერიკული საინფორმაციო სააგენტო "Associated Press"-ის თელავივის ბიუროს
- პროდიუსერი
- გერმანული ტელეკომპანია "Kabel 1"-ის პროდიუსერი აღმოსავლეთ გერმანიის
- ბიუროში (ლაიფციგი, აპოლდა, ვაიმარი)
- ბელგიური ტელეკომპანია "Canvas" -ის ჟურნალისტი
- ისრაელის რადიო "Kol Israel"-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტი ბრიუსელში
- ფრანგული ტელეკომპანია "Euronews"-ის ფრანგული რედაქციის პროდიუსერი
- ლიონში
- ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტი ბრიუსელში ევროსტრუქტურებსა და
- ნატოში
- ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი და
- ჟურნალისტი
- ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალისტი ბრიუსელში ევროსტრუქტურებსა და
- ნატოში
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი
- ევროსტრუქტურებსა და ნატოში
- კომუნიკაციების და PR-ის სკოლის "Nord PNL"-ის ლექტორი ლილში
- განათლება
- კომუნიკაციების და PR-ის სკოლა "Nord PNL" - მაგისტრი, კომუნიკაციების,
- სტრატეგიული კომუნიკაციის და ქოუჩინგის სპეციალისტი
- თბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- ქ. ვალენსიენის უნივერსიტეტის ტელეჟურნალისტიკის ფაკულტეტი
სხვა უნარები
უცხო ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), ფრანგული, გერმანული, ნიდერლანდური, ინგლისური, რუსული
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
MS Word, MS Excel, MS Outlook