
საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდმებლო პაკეტს 85 მომხრე ჰყავდა და 6 მოწინააღმდეგე.
ცვლილება რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის არის: საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის საჯაროობა, სამეურვეო საბჭოს ფუნქციები, მაუწყებლის შესყიდვები, ბიუჯეტი, კომერციული და სოციალური რეკლამის განთავსება.
აღსანიშნავია, რომ მანამდე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტის აპარატში კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა 11-მა დეპუტატმა მისცა, მის მხარდასაჭერად კი ხელი არცერთ დეპუტატს არ აუწევია. მიუხედავად ამისა, ის პლენარულ სხდომაზე მაინც გავიდა.
რა იცვლება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ" კანონის პროექტს მხარი არ დაუჭირა
„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს მხარს არ უჭერს