Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრანსგენდერი აქტივისტის ღია წერილი თამარ ივერს

20 დეკემბერი, 2017 18:45

ტრანსგენდერი აქტივისტი მარია კასენკო ოპერის მომღერალ თამარ ივერის ჰომოფობიურ კომენტარებს ღია წერილით ეხმაურება.. მან „ლიბერალს“ წერილი გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„ქალბატონო თამარ,

დღემდე მახსოვს, თქვენი წარსულში გაკეთებული განცხადება, რომელშიც აღნიშნავდით, რომ კათარზისისთვის საუკეთესო გამოსავალი საჯარო ბოდიშის მოხდა იყო. მსგავსი კათარზისების დიდი ხანია ლგბტ თემს არ გვჯერა. თქვენს შემთხვევაშიც გამართლდა მოლოდინი. ერთი ბოდიშის მოხდას უამრავი ჰომოფობიური გამონათქვამი მოჰყვა.

სამწუხაროა, როდესაც ცნობილი ადამიანი, რომელსაც ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია იყოს ეთიკური, მსგავსი გამოსვლებით  გვამახსოვრებს თავს. არ ვიცი, რამდენად გაქვთ გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომ როდესაც საჯარო ფიგურა ბრძანდებით, უამრავი ადამიანი უსმენს თქვენს მოსაზრებას, იმახსოვრებს და განსჯის გარეშე იღებს. თქვენი ჰომოფობიური  განცხადებები კი ისედაც ამძიმებს ჩვენს რეალობას. ადვილია პრივილეგირებულის პოზიციიდან ისაუბრო იმ ადამიანებზე, რომლებიც მუდმივად განვიცდით ჩაგვრას, ყოველდღიურად ვიბრძვითსაკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, გვიწევს მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნა. ეს გზა თქვენ არ გაგივლიათ, თქვენ არავის დაუჩაგრიხართ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის გამო. (რომელსაც ადამიანები თავად არ ვირჩევთ) როგორც ჩანს, არც შესაბამისი ემპათიის უნარი გაგაჩნიათ, მიხვდეთ ჩვენს მდგომარეობას და მეტიც, თავს უფლებას აძლევთ ისაუბროთ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელთაც ზემოთ აღნიშნული სირთულეების გავლა ყოველდღიურად უწევს. როგორც ჩანს, თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ უამრავი თემის წევრი მეგობარი გყავთ, მხოლოდ თავის გასამართლებელი საბუთი იყო (წინააღმდეგ შემთხვევაში, ვწუხვარ თქვენი ლგბტ მეგობრების გამო, რომელთაც უწევთ თქვენნაირ ჰომოფობს ემეგობრონ), ან თქვენ აღიარებთ მხოლოდ პრივილეგირებულ ლგბტ პირებს, რომლებსაც რაიმე ძალაუფლება აქვთ (ცნობადობა, ხალხის სიყვარული, წარმატებული კარიერა, ფინანსები) რაც არაფრით განსხვავდება ჰომოფობიისგან. სამწუხაროა, როდესაც ამბობთ, რომ ყველა ადამიანი გიყვართ, თუმცა, იქვე აკეთებთ ჰომოფობიურ განცხადებას, რითაც ჩვენ, ლგბტ თემის წევრებს გვაცალკევებთ დანარჩენი ადამიანებისგან.

სამწუხაროა ისიც, რომ თქვენნაირი ცნობადი ადამიანი საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად ჰომოფობიას, როგორც იარაღს იყენებს. დროა დაფიქრდეთ იმაზე, რომ თქვენი (არა მხოლოდ თქვენი, ზოგადად ცნობადი სახეების) უპასუხისმგებლო განცხადებების გამო ჰომოფობია ხალისდება. დროა იგრძნოთ პასუხისმგებლობა, რომ ლგბტ თემის მიმართ გამოვლენილი სიძულვიილის(ლანძღვა, გინება, ცემა, მკვლელობაც კი, დიახ, ქალბატონო თამარ, მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა . . .) მიღმა სწორედ თქვენი განცხადებები დგას.

ქალბატონო თამარ, დროა აირჩიოთ, ბრძანდებით ჰომოფობი, რომელსაც ადამიანები განსხვავებულობის გამო სძულს, თუ სწორი ღირებულებების მქონე ადამიანი, რომელიც ყველა ადამიანს როგორც თანასწორს ისე აღიქვამს.

ჩვენ კათარზისების დიდი ხანია არ გვჯერა, თუმცა შანსი გაქვთ, საპირისპირო დაგვიმტკიცოთ." 

ოპერის მომღერალმა, თამარ ივერმა სხვადასხვა დროს გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა 14 დეკემბერს „საქართველოს რესპუბლიკაში", გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ, რომელიც ჰომოფობიურ განცხადებებს შეიცავს. 

განმარტება: ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ თამარ ივერი „ლიბერალს“ დაუკავშირდა და თქვა, რომ მას „საქართველოს რესპუბლიკისთვის" ინტერვიუ არ მიუცია. მოგვიანებით ამის შესახებ Facebook-სტატუსიც დაწერა. ოპერის მომღერლის პოსტში ეიჯიზმის შემცველი გამონათქვამები გვხვდება.

თამარ ივერის თქმით, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკისთვის" ინტერვიუ არ მიუცია

„საქ. რესპუბლიკა": გამორიცხული არაა, ჟურნალისტმა ისეთი რამ დაწერა, რაც ივერს არ უთქვამს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^