Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრესსამსახური: გიორგი რამიშვილს „ბასიანში“ მომხდარ ინციდენტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს

18 იანვარი, 2018 17:37

„გიორგი რამიშვილს 13 იანვარს მომხდარ ინციდენტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, ისევე როგორც არ აქვს არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ ქვლივიძესთან. თამაზ ქვლივიძის მამიდა არის ჩვენი ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი (ვიცნობთ მას ძალიან დადებით პიროვნებად). თუმცა, ეს არ შეიძლება გახდეს სიცრუის ტირაჟირების და უპასუხისმგებლო განცხადებების გავრცელების მიზეზი.

ვემიჯნებით და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ გავარკვიოთ, რას ემსახურება ეს მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია“, - ნათქვამია გიორგი რამიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2 დღის წინ „გირჩის" ერთი-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე ღამის კლუბ „ბასიანთან" მომხდარ შემთხვევას „facebook-ის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბრალდებული პრივილეგირებული ოჯახის შვილია და ამის გამო გაჩუმდა ყველა და საქმე ჩაიფარცხა.

„სამი ადამიანი დაჭრაში ეჭვმიტანილი არის თამაზ ქვლივიძე. მამამისი არის პაატა ქვლივიძე, საქგვირაბმშენის ყოფილი თუ ამჟამინდელი ხელმძღვანელი. ქართუ უნივერსალის მოწილე 1996 წლიდან და ცნობილი „ზარალას" [გიორგი რამიშვილის] ძალიან ახლობელი. არის თუ არა პრივილეგირებული? არის. რეკავდა თუ არა პირადად „ზარალა" და მამის სამეგობრო ყველგან რომ საქმე ჩაეფარცხათ? რეკავდა. მინიმუმ ერთ-ერთი დაზარალებული რომ ვერ გააჩუმეს მოაყომარეს თუ არა სასამართლო? მოაყომარეს. ეს არის ფაქტები, რომლებიც არ გასაჯაროვდა, მაგრამ ყველამ იცის ვისაც აინტერესებს. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ასეთ მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი გარეთ არ დადიოდეს თავისუფლად, არამედ ისიც თუ ვინ არიან და რა გზებს მიმართავენ შინაურების დასაცავად ე.წ. „პრივილეგირებულები“,- წერს ჯაფარიძე.

გამოძიების ინფორმაციით, თამაზ ქვლივიძემ კლუბ „ბასიანთან“ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის  მოადგილეს მიმდინარე წლის 13 იანვარს ცივი იარაღით სხეულზე  დაზიანება  მიაყენა. ინციდენტის დროს, ბრალდებულმა, ასევე, დაზიანებები  მიაყენა კლუბ  „ბასიანის“ დაცვის ორ თანამშრომელს.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 იანვარს თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. რის შემდეგაც პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. გუშინ თამაზ ქვლივიძეს მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

„ბასიანთან" 2 პირის დაჭრაში ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ჯაფარიძე: მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გზით იცავენ „პრივილეგირებულები" შინაურებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^