Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპუტატ წილოსანის მამას და მეუღლეს პროკურატურა 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება

25 იანვარი, 2018 17:55

საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის მამის კომპანიას პროკურატურა 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

როგორც „ლიბერალს" პროკურატურაში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო და ამ დრომდე სასამართლოში არსებითი განხილვა არ დასრულებულა.  საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი ბოლო სხდომა ამ საქმეზე 2018 წლის იანვარში გაიმართა. საქმის მოსამართლე ლელა ნოზაძეა.

2013 წლის 17 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და კომპანიის სამი დირექტორი დააკავეს (ერთ-ერთი დირექტორი წილოსანის მეუღლე ვლადიმერ აბულაძეა).

ასევე დააკავეს საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი ირაკლი ეზუგბაია, მისი მოადგილე და გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

სასამართლომ 2013 წელს არ დააკმყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების თაობაზე და დაკავებულები ბრალდებულის სახით გირაოთი გათავისუფლდნენ (მათ შორის წილოსანის მამა და მეუღლე).

სასამართლომ პატიმრობა მხოლოდ რკინიგზის ყოფილ დირექტორს, ირაკლი ეზუგბაიას შეუფარდა, რომელიც დაკითხვაზე არ გამოცხადებულა, რადგან საზღვარგარეთ იმყოფებოდა.  

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს რკინიგზასა და ვაგონმშენებელ კომპანიას შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის, ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 ათასი აშშ დოლარი დააფიქსირა მაშინ, როცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო". ამ ქმედებით საქართველოს რკინიგზას 65 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

სისხლის სამართლის საქმე კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარლამენტარ ნინო წილოსანის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოში ისევ მიმდინარეობს, თუმცა რა ეტაპზეა პროცესი, ვერ გვიპასუხა. „ლიბერალის" შეკითხვაზე, როგორ აფასებს ბრალდების მხარის არგუმენტებს, გვიპასუხა, რომ სადეპუტატო საქმიანობიდან გამომდინარე, კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩახედული არაა. მან ამ კითხვაზე ინფორმაციის მისაღებად გადაგვამისამართა შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ იურისტ დავით სამხარაშვილთან.

დავით სამხარაშვილმა ჩვენს ორ კითხვას - რა ეტაპზეა საქმის განხილვა და როგორ აფასებს ბრალდების მხარის არგუმენტებს, ტელეფონზე არ უპასუხა და შეკითხვების ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა გვთხოვა. 

"აღნიშნული საქმე განიხილება საქალაქო სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვსურს ამ საქმის გონივრულ ვადებში დასრულება, ყველა პროცესზე ვითხოვთ განხილვის ტემპის აჩქარებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ამ თემით სპეკულირება, სამწუხაროდ დროში ძალიან გაწელილად მიმდინარეობს სასამართლო განხილვები, რაც ალბათ სასამართლოს გადატვირთულობითაა გამოწვეული. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გონივრულ ვადაში დასრულდება, ნათელი მოეფინება ამ საქმეს და გამოცხადდება გადაწყვეტილება, რაც პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია." - განუცხადა "ლიბერალს" დავით სამხარაშვილმა.

მისი შეფასებით, ბრალდების მხარე საქმის ძიების პროცესში შეცდომაში იქნა შეყვანილი.

"ამას ალბათ დაემატა ისიც, რომ დარგის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე, რთულია მოკლე ვადებში გაერკვეს ადმიანი ამ, საკმაოდ რთულ სფეროში. სასამართლოში წარდგენილი გვაქვს 5 სახის ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის მსოფლიოში სიდიდით მე-6 ადგილზე მყოფი აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომელიც ცალსახად ადასტურებს ჩვენს უდანაშაულობას. ჩვენ გვჯერა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის და დარწმუნებულები ვართ უახლოეს პერიოდში სასამართლო გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს, რითაც ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება ამ თემით სპეკულირება." - ამბობს დავით სამხარაშვილი. 

ონლაინმედიაში ნინო წილოსანის მამის კომპანიის საქმეზე ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის არაერთი შეფასება იძებნება.  „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში ნინო წილოსანმა 2016 წელს განაცხადა, რომ ბრალდება სუსტი და დაუსაბუთებელია და დარწმუნებულია, რომ კომპანია ამ დავაში გამართლდება.

ნინო წილოსანი 2016 წელს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.

ბოლო დროს დეპუტატი წილოსანი აქტუალური გახდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაკეთებული განცხადებით, სადაც პარლამენტარი გაკვირვებას გამოთქვამდა "ბახალას" საქმესთან დაკავშირებით, "თუ რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგანაშვილს მიუსაჯა". 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი: მიკვირს, რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო

გაიცანით ქალი დეპუტატები ახალი მოწვევის პარლამენტში

TI: პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნესაქტივები აქვს

ჩოხატაურსა და ლანჩხუთში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ნინო წილოსანი იქნება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^