Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რადიო თავისუფლების" ქართული რედაქცია განმარტებას ავრცელებს

25 იანვარი, 2018 17:27

„რადიო თავისუფლების" ქართული სამსახური გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს:

„ბოლო დღეებში „რადიო თავისუფლების" ქართულ სამსახურს მოგვმართავენ ჩვენი ერთგული აუდიტორიის წარმომადგენლები თხოვნით, განვუმარტოთ ჩვენი რედაქციის გარშემო შექმნილი ვითარება. ვრჩებით რა მაქსიმალური გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპების ერთგული, თავს ვალდებულად ვთვლით, მოკლედ გიამბოთ ბოლო პერიოდის მოვლენებზე.

მას შემდეგ, რაც 2017 წლის ივნისში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ აღარ გაგვიგრძელა კონტრაქტი ორი ყოველკვირეული გადაცემის, „წითელი ზონისა“ და „ინტერVIEW“-ს ეთერში განთავსების თაობაზე, დადგა ალტერნატიული სატელევიზიო პარტნიორების მოძიების საკითხი. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ხელმძღვანელობისა და ქართული სამსახურის პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვა, რამაც – რამდენიმე სხვა საკითხთან ერთად – წარმოშვა მწვავე უთანხმოება სამსახურის დირექტორს, დავით კაკაბაძესა და კომპანიის მთავარ რედაქტორს, ნენად პეიჩს შორის.

უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი რთე/რთ-ის პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე. სამწუხაროდ, წერილის შინაარსმა არასრული ფორმით გაჟონა ინტერნეტში, რის შემდეგაც გაჩნდა ზემოთ ნახსენები შეკითხვები და დაბნეულობა, მათ შორის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხრიდან.

„რადიო თავისუფლების" ქართული სამსახურის თანამშრომლები უდასტურებენ პატივისცემას თავიანთ კოლეგებს და გადაჭრით ემხრობიან იმას, რომ საქართველოს მედიასივრცეში არსებობდეს პლურალიზმი და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები. მაგრამ როცა საქმე პარტნიორობაზე მიდგება, ქართული სამსახურის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებულ ტელეარხებთან.

სწორედ, ამან განაპირობა რედაქციის გადაწყვეტილება, თანამშრომლობის წინადადებით მიემართა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რაზეც მისგან თანხმობა მიიღო. მთელი გულით ვუხდით მადლობას ჩვენს აუდიტორიას და გპირდებით, რომ არსებული კრიზისის დაძლევის შემთხვევაში კვლავაც ჩვენი ორგანიზაციის მისიისა და პრინციპების ერთგული დავრჩებით", - ნათქვამია „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის განცხადებაში. 

პეტიცია „რადიო თავისუფლების” ქართული რედაქციის მხარდასაჭერად

BBG Watch: „რადიო თავისუფლების“ სათავო ოფისი ქართულ სამსახურზე ზეწოლას ცდილობს​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^