Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბაღების სააგენტო: ბაღი გამოათავისუფლებს ოთახს, სადაც აუტიზმის მქონე ბავშვის ჯგუფი გადავა

05 თებერვალი, 2018 11:34

რამდენიმე კვირის წინ ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით თბილისში სამი ბაღი დაიხურა. სააღმზრდელო პროცესი თბილისის N19, N84 და N125-ე საბავშვო ბაგა-ბაღებში შეწყდა და ბავშვები სხვადასხვა ბაღში გადანაწილდნენ. 

სააგენტოს ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ბაღების შენობების ამჟამინდელი ტექნიკური მდგომარეობაა, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების დასკვნით, არადამაკმაყოფილებელია და ამ ვითარებაში მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის. 

თბილისში სამი საბავშვო ბაღი დაიხურა

მას შემდეგ რაც ამის შესახებ „ლიბერალმა“ დაწერა, მე-19 ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობელი დიანა ჯანაშია დაგვიკავშირდა. დიანა ამბობს, რომ მის შვილს აუტისტური სპექტრი აქვს, მე-19 სჯარო ბაღში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, ბაღის დახურვის შემდეგ კი არ იცის, როგორ მოიქცეს. 

მშობელი: ვინ აგებს პასუხს გაბის მდგომარეობაზე, რომლისთვისაც ბაღის შეცვლა სტრესი იქნება

ამი შემდეგ დიანა ჯანაშიამ  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს ღია წერილით მიმართა. მშობელი ამბობს, რომ ბაღი გადავიდა მე-40 საჯარო ბაღის დარბაზში. დარბაზი არის მეორე სართულზე, არ აქვს გისოსები და დარბაზში შეყვანილია ორი ჯგუფი. დარბაზში არის პირობითი გამყოფი ზოლი, რომელიც შექმნილია კარადების გზით. დიანა ჯანაშიას თქმით, შექმნილ პირობებში ირღვევა მისი შვილის უფლება, მიიღოს ხარისხიანი სკოლამდელი განათლება და არ ხდება მისი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.

აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლის წერილი ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს

მშობლის წერილის საპასუხოდ ბაღების მართვის სააგენტომ განცხადება გაავრცელა.

ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე N19 საბავშვო ბაგა-ბაღის აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე აღსაზრდელის მშობლებს და N40 ბაგა-ბაღის დირექტორს შეხვდა.

„შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მიმღები ბაღი გამოათავისუფლებს ადმინისტრაციული დანიშნულების ოთახს, სადაც ის ჯგუფი გადავა, რომელშიც ბავშვი ირიცხება. ამასთან, N19 ბაღის სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ბაღის აღსაზრდელთან შედეგიანად მუშაობდა, ინდივიდუალურად იმუშავებს ჯგუფთან, დანარჩენ ჯგუფებს კი მოემსახურება სხვა სპეციალური პედაგოგი, რომელიც ბაღს სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით დაემატა," - ამბობენ ბაღების მართვის სააგენტოში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^