Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა

19 თებერვალი, 2018 13:52

საქალაქო სასამართლოში  მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე პროცესი მიმდინარეობს. „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, მოსამართლემ ემრე ჩაბუქი საექსტრადიციო პატიმრობიდან გაათავისუფლა და აღკვეთის ღონისძიების სახით 1000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა შეუფარდა. 

პროკურატურამ დღეს სასამართლოზე  ჩაბუქის საექსტრადაციო პატიმრობის 10 000 ლარიანი გირაოთი შეცვლის თაობაზე დააყენა შუამდგომლობა. დაცვის მხარე კი უპირობა გათავისუფლებას ითხოვდა. 

ჩაბუქი მე-9 თვეა წინასაექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. 

სასამართლო პროცესს ამერიკელი კონგრესმენები ესწრებოდნენ.

სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციები მიაჩნიათ, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ეროვნულ კანონმდებლობას . 

ამის შესახებ  სახალხო დამცველმა 5 თებერვალს სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე თვითნებური და დისკრიმინაციული დევნის რისკი იქნება. 

----------

თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 

დაკავებულის ადვოკატებმა, დაკავებიდან რამდენიმე კვირაში ლტოლვილთა სამინისტროს ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართეს. სამინისტრომ ჩაბუქს უარი უთხრა სტატუსზე; სამინისტროს გადაწყვეტილება მხარემ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილება როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. 

ამავე თემაზე:

ამავე თემაზე:

Amnesty International საქართველოს მოუწოდებს, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^