განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლის საბაკალავრო პროგრამამ ერთწლიანი პირობითი აკრედიტაცია მიიღო. ასევე, როგორც ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს პროგრამამ ხარვეზების გამოსწორებისათვის რეკომენდაციებიც მიიღო.
უნივერსიტეტის კიდევ ერთმა, სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამამ 16 თებერვალს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2 წლიანი პირობითი აკრედიტაცია მიიღო.
**************
საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ სამართლის პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს პირველადი დასკვნის გაცნობის შემდგომ განაცხადა, რომ დასკვნა, აკრედიტაციის კრიტერიუმებისა და სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. მისივე შეფასებით, კომისიამ „არასწორად აიტაცა“ სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც უნივერსიტეტებისა და პროგრამების დრამატულ შემცირებას ისახავს მიზნად.
რა კითხვებს უჩენს „GIPA-ს“ პროგრამების აკრედიტაციის პროცესი
ცოტა ხნის წინ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის 16-კაციანმა საბჭომ აკრედიტაციაზე უარი უთხრა „GIPA”-ს ახალ საბაკალავრო პროგრამას საჯარო მმართველობაში. უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ის ახლა აპელაციის საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.
GIPA-ს რექტორი უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს
უნივერსიტეტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე. მისი თქმით, პროგრამისთვის აკრედიტაციაზე უარის თქმის საფუძველი იყო თვითონ პროგრამის ხარისხი, შინაარსხი და ა.შ.
სანიკიძე: GIPA-ს პროგრამის აკრედიტაციაზე უარის საფუძველი არის თვითონ პროგრამის ხარისხში