ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან მინის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გამოეხმაურა:
„ძნელია, მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია, როგორმე ანუგეშო მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს.
მთელ საზოგადოებასთან ერთად ველი შესაბამისი ორგანოების მიერ ტრაგედიის მიზეზთა უსწრაფეს გამოძიებას და სათანადო რეაგირებას.
ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ ასლან მამედოვის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ.
მჯერა, რომ ექიმები ყველაფერს გააკეთებენ დაშავებული მოზარდების სიცოცხლის გადასარჩენად. ბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან მინის გადმოვარდნის შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
შსს: ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარზე პასუხისმგებელი ყველა პირი უმკაცრესად აგებს პასუხს
პრემიერი: უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო
ორბელიანის მოედანზე სახელმწიფო ელექტროსისტემის შენობის ფასადიდან მინა ჩამოვარდა. ჩამოვარდნილი მინა მოსწავლეებს დაეცა. დაშავებულია 6 მოსწავლე. ექვსივე მათგანი #70-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები თბილისის სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.