რეგიონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ 10-მდე ადამიანს გაეწია პირველადი სასწრაფო სამედიცინო დახმარება, დაშავებულები გადაყვანილი არიან გუდაურის აბულატორიაში. თბილისიდან რეანომობილი გაიგზავნა, იმ შემთხვევაში თუ დაშავებულებს დამატებითი დახმარება დასჭირდებათ.
პირველადი ინფორმაციით, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.