ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში დაღუპული მუშა მაშველებმა ამოიყვანეს. ამის შესახებ „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, მუშა 3 კმ-ის სიღრმეზე იყო მოყოლილი. სულ ოთხი სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
პროფკავშირების ცნობით, მაღაროს ჩანგრევის შედეგად დაღუპულია გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა
მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უბანი, რომელშიც ბრიგადა სამუშაოებს აწარმოებდა, ავარიული იყო, თუმცა მაღაროს ადმინისტრაცია მუშებს მაინც ავალდებულებდა იქ მუშაობას.
მათივე ცნობით, გამოსაკვლევია ისიც, ადგილი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, რატომ იყო გადაუმაგრებელი და რატომ მუშაობდა ბრიგადა ღია სამთო მასის ქვეშ. პროფკავშირებს ინფორმაცია სამთო მაშველის მონათხრობზე დაყრდნობით დარგობრივი პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიაწოდეს.