Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იმნაძე: დეკრიმინალიზაციის მიმართულებით კომისიის სხდომაზე არაფერი თქმულა, რაც საგანგაშოა

27 მარტი, 2018 21:15

„დეკრიმინალიზაციის მიმართულებით დღეს საერთოდ არავითარი პოზიცია არ გაჟღერებულა, რაც საგანგაშოა", - ამის შესახებ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წევრმა, EMC-ის იურისტმა გურო იმნაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, საუბარი შეეხებოდა ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების ალტერნატიულ ვერსიებს, რასაც „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“ პროინციპულად არ ეთანხმება. გურო იმნაძის განმარტებით, წარმოდგენილი დოზები არ ემსახურება ნარკოტიკების მომხმარებლების ინტერესებს.

„ჩვენ უკვე შემდგომი პროცესების მიმართაც არ გვაქვს დიდი იმედი. ვვარაუდობთ, რომ სხვა პრობლემურ საკითხებზეც ვიხილავთ ალტერნატიულ ვერსიებს", - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოს მთავრობის ინიცირებით პარლამენტში 8 ნარკოტიკულ ნივთიერების ოდენობასთან დაკავშირებით ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე მიიღეს. 

როგორც კომისიის სხდომამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, „ჩვენ არ ვლაპარაკობთ დეკრიმინალიზაციაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ლიბერალიზაციაზე". კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ 8 ნარკოტიკულ ნივთიერების ოდენობასთან დაკავშირებით პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდება.

„ერთადერთი მიზანი, რაც ამ ოდენობების მიღებას შეიძლება ჰქონდეს არის ის, რომ მაგალითად, ადამიანები უკვე მოხმარებული შპრიცის გამო არ წავიდნენ ციხეში, რაც რეალურ პრობლემას არ ეხმიანება. დღეს ბევრად მძიმე პრობლემაა საქართველოში, როცა პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ადამიანებს წლები უწევთ სასაჯელაღსრულებელის დაწესებულებებში გატარება. დოზები ამ პრობლემას ვერ აგვარებს. სერიოზული პრობლემა რაც დღევანდელ საბჭოს შეხვედრას ახლდა არის ის, რომ რეალურად უკვე ხდება რეფორმის გახლეჩვა და დანაწევრება“,- ამბობს გურო იმნაძე.

როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, დანარჩენ საკითხებზე, რომელზეც ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება, მსჯელობა გაგრძელდება როგორც უმრავლესობის, ისე უწყებათაშორისო კომისიის ფარგლებში.

„ზოგადად მივესალმები ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც აუმჯობესებს იმას, რომ თუნდაც ერთ ადამიანსაც თუ არ დავიჭერთ შპრიცში ნარჩენი ოდენობის გამო. ეს უკვე პროგრესია, უკვე კარგია და მივესალმები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ რასაც ვითხოვთ  - ძირეულ რეფორმას, ეს, რა თქმა უნდა, იმასთან შედარებით ერთი მცირე ნაბიჯია, ჩვენ გვინდა უფრო დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა, ვიდრე რაც დღეს იყო შემოთავაზებული“, - განაცხადა ზოიძემ.

ალტერნატიული კანონპროექტი შეეხება შემდეგი ნივთიერებების ოდენობებს: ამფეტამინი, დეზომორფინი, მდმა, LSD, მეთადონი, ეფედრონი, მეტამფეტამინი, ჰეროინი;

მთავრობის ინიცირებით 8 ნარკოტიკის ოდენობაზე ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდება

გურო იმნაძე: ხდება ნარკოპოლიტიკის რეფორმის გახლეჩა და დანაწევრება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^