ამ წუთებში ზვიად დევდარიანი, რომელიც „ქალთა მოძრაობამ“ რამდენიმე კვირის წინ ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, პრესკონფერენციას მართავს.
მისი თქმით, ის იწყებს სამართლებრივ ბრძოლას და გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად.
დევდარიანი ამბობს, რომ მზად არის, ითანამშრომლოს პროკურატურასთან, შსს-თან, სახალხო დამცველის ინსტიტუტთან.
„მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას სიმართლის დასამტკიცებლად და ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებ. მზად ვარ, ვითანამშრომლო შსს-თან პროურატურასა და სახალხო დამცველთან და დავამტკიცო ჩემი სიმართლე.
მზად ვარ, ვიდავო ჩემი პატივისა და ღირსების შელახვაზე. მზად ვარ, ვიდავო ჩემი შვილების უფლებების შელახვის ფაქტზე. ჩემი ერთადერთი მიზანია, დამტკიცდეს სიმართლე.
მე გამოვდივარ იმ ფეისბუქსასამართლოს წინააღმდეგ, რომლის მხრიდან მე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული, თორემ რა იყო ამ ყველაფრის უკან და ვის ინტერესში შედიოდა ჩემი რეპუტაციის შელახვა, ჩამოშორება ამ ყველაფერს მოგახსენებთ ჩემი სამართლებრივი დავის ფარგლებში.” - ამბობს დევდარიანი.
ზვიად დევდარიანის საქმე ► მოკლედ
ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.
16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.
ომბუდსმენმა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა
17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში.
სექსუალური შევიწროების ბრალდება და ზვიად დევდარიანის პასუხი
„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება.
ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. განცხადება ექსკლუზიურად Ipress-მა გაავცელა.
„ლიბერალის“ სატელეფონო ზარს ზვიად დევდარიანი არ პასუხობდა.
იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა.
ზვიად დევდარიანს პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ.
ზვიად დევდარიანი მედიას ღიად არ ესაუბრებოდა.
18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.
სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო ფაქტს შეისწავლის
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.
„კოალიცია თანასწორობისთვის" სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას ითხოვს
ორგანიზაციები TI, GDI და IDSD სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადებას ავრცელებენ
ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო და მოუწოდა სავარაუდო მსხვერპლებს მიმართონ შსს-ს.