Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად დევდარიანი: წიგნს დავწერ ამ ყველაფერზე

03 აპრილი, 2018 13:31

ზვიად დევდარიანი, რომელიც „ქალთა მოძრაობამ“ რამდენიმე კვირის წინ ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავს და ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

დევდარიანი ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორში მისი საქმიანობა დასრულებულია, და დაბრუნებას აღარ აპირებს. მისი თქმით, ის გეგმავს ამ ისტორიაზე წიგნი დაწეროს. „არაფრის მოგონება არ დამჭირდება" - ამბობს ის.

„მე ვიწყებ სამართლებრივ ბრძოლას სიმართლის დასამტკიცებლად და ყველა ინსტრუმენტს გამოვიყენებ. მზად ვარ, ვითანამშრომლო შსს-თან პროკურატურასა და სახალხო დამცველთან და დავამტკიცო ჩემი სიმართლე.

მზად ვარ, ვიდავო ჩემი პატივისა და ღირსების შელახვაზე. მზად ვარ, ვიდავო ჩემი შვილების უფლებების შელახვის ფაქტზე.  ჩემი ერთადერთი მიზანია, დამტკიცდეს სიმართლე. 

მე გამოვდივარ იმ ფეისბუქსასამართლოს წინააღმდეგ, რომლის მხრიდან მე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული, თორემ რა იყო ამ ყველაფრის უკან და ვის ინტერესში შედიოდა ჩემი რეპუტაციის შელახვა, ჩამოშორება ამ ყველაფერს მოგახსენებთ ჩემი სამართლებრივი დავის ფარგლებში.” - ამბობს დევდარიანი.

ზვიად დევდარიანის საქმე ► მოკლედ 

ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას” აღმასრულებელი დირექტორი იყო.

16 მარტს ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად დაასახელა.

ომბუდსმენმა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა​

17 მარტს „ქალთა მოძრაობამ” გაავრცელა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ ზვიად დევდარიანი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. 

სექსუალური შევიწროების ბრალდება და ზვიად დევდარიანის პასუხი

„ლიბერალმა“ ჩაწერა კონფიდენციალური წყარო, რომელიც სექსუალური შევიწროების შესახებ ჰყვება

ზვიად დევდარიანმა საპასუხოდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქალთა ჯგუფების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟზე საუბრობს. განცხადება ექსკლუზიურად Ipress-მა გაავცელა. 

„ლიბერალის“ სატელეფონო ზარს ზვიად დევდარიანი არ პასუხობდა.

იმავე დღეს მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კონკურსში თავისი კანდიდატურა მოხსნა. 

ზვიად დევდარიანს პასუხს მოჰყვა ორგანიზაცია „სიდას” თანამშრომლების განცხადება, რომ მისი მხრიდან თანამშრომლებზე სექსუალური შევიწროების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მან არ იცოდა ამ ფაქტების შესახებ. 

ზვიად დევდარიანი მედიას ღიად არ ესაუბრებოდა.

18 მარტს ნინო ლომჯარია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლებს და იმ პირებს შეხვდა, რომლებიც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე საუბრობენ.

სახალხო დამცველი სექსუალური შევიწროების ყველა შესაძლო ფაქტს შეისწავლის

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას მოითხოვენ.

„კოალიცია თანასწორობისთვის" სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე სათანადო რეაგირებას ითხოვს

ორგანიზაციები TI, GDI და IDSD სექსუალური შევიწროების შესახებ განცხადებას ავრცელებენ

ზვიად დევდარიანმა ორგანიზაცია „სიდა“ დატოვა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზვიად დევდარიანის საქმეზე მოკვლევა დაიწყო და მოუწოდა სავარაუდო მსხვერპლებს მიმართონ შსს-ს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^