საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის გამო გედევან ფოფხაძე უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ნინია კაკაბაძის სამეურვეო საბჭოში არჩევის გამო გედევან ფოფხაძე უმრავლესობას ტოვებს
გედევან ფოფხაძის ამ გადაწყვეტილებას უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე ტელეკომპანია „პირველთან“ პასუხობს.
„ერთადერთი განცხადების გაკეთება შემიძლია, ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის წევრი გუნდის დატოვების შესახებ აკეთებს განცხადებას. მე არ მგონია, რომ ნინია კაკაბაძის არჩევა გუნდის დატოვების საფუძველს აძლევდეს. ეს უფრო საბაბია. მიზეზი, ალბათ, სხვა რამეა. ნინია კაკაბაძის კანდიდატურას არც მე არ ვემხრობი, რადგან მგონია, რომ არაობიექტურია და ნაციონალების ინტერესებს ატარებს. მაგრამ ეს იყო ოპოზიციის არჩევანი და მათ აგონ პასუხი ამის გამო," - ამბობს სოფოო კილაძე.
იყო თუ არა მანამდე რაიმე უთანხმოება? - ამაზე კილაძე ამბობს, რომ ეს არ არის საჯაროდ განსახილველი და დეტალურ განცხადებას ვერ გააკეთებს.