საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშს ეხმაურება.
„ეს "ფრიდომ ჰაუსი" კი არა, მართლა "ფრიდონ-ჰაუსი" ყოფილა. რამდენი სისულელე დაწერეს ერთბაშად... ფრიდონებს ბოდიში. არაფერი პირადული“,- წერს კვაჭანტირაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
ორგანიზაციის გუშინდელ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს მცირე უკუსვლაა დემოკრატიის ქულაში, რომელიც წელს 4.68-ს შეადგენს, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი 4.61 იყო. 4.68 ქულით საქართველო მე-19 ადგილზეა და გარდამავალი ქვეყნების ჯგუფში რჩება. ჯგუფს ასევე უწოდებენ „ჰიბრიდული რეჟიმების“ ჯგუფს.
ანგარიშში ქვეყნები 1-დან 7 ქულამდე არიან შეფასებულნი, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე მძიმე. ყოველწლიური ანგარიში უკვე 23 წელია გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში დემოკრატიის მდგომარეობას იკვლევს.
ანგარიშში ვკითხულობთ: „მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2014 წელს დატოვა, მაგრამ ის კონტროლს ინარჩუნებს მმართველ „ქართული ოცნების" პარტიაზე, რომელიც მისი კერძო კომპანიების თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა და დედაქალაქის განვითარების გეგმები ბუნდოვანს ხდის ქართულ პოლიტიკას".
Freedom House: ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა ქართულ პოლიტიკას ბუნდოვანს ხდის
ვიდეო► კობახიძე: NDI-ს თბილისის ოფისი საქართველოს და აშშ-ის ხელისუფლებებს თანაბრად ებრძვის