Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იაშვილის კლინიკის დირექტორი: მცირეწლოვანს ოპერაცია სწორად ჩაუტარდა

25 აპრილი, 2018 20:07

იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა, რომ მცირეწლოვანს ოპერაცია კარგად და წარმატებით ჩაუტარდა. 

საქმე ეხება ბავშვს, რომელსაც 1 წლის წინ იაშვილის კლინიკის ექიმებმა ოპერაციის დროს სხეულში, სავარაუდოდ, დოლბანდი ჩაუტოვეს. 

“ვერანაირად ვერ დავასტურებ ამ ინფორმაციას,მარტივი მიზეზის გამო: არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია, არანაირი ოფიციალური პასუხი საფრანგეთიდან ჩვენ არ გვაქვს. რაც შეეხება ოპერაციის ტექნიკურ ხარვეზს, რომ ოპერაცია არასწორად იყო ჩატარებუოლი, თვით ის ფაქტი, რომ ის ბავშვი კლინიკიდან გაიწერა და 10 თვის შემდეგ იყო სტაბილურ მდგომარეობაში, მიუთითებს იმაზე, რომ ეს ოპერაცია ჩატარდა კარგად, სწორად და წარმატებით,” – ამბობს ივანე ჩხაიძე. 

დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იმ ბავშვის მშობელს ესაუბრა, რომელსაც 1 წლის წინ იაშვილის კლინიკის ექიმებმა ოპერაციის დროს სხეულში, სავარაუდოდ, დოლბანდი ჩაუტოვეს. მშობელი ახლაც საფრანგეთში იმყოფება და ტელეკომპანიას შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ესაუბრა. მშობლის თქმით, ფრანგმა ექიმებმა დოლბანდი ოპერაციის დროს აღმოაჩინეს.

„პროფესორმა გადაწყვიტა, რომ ნენე საოპერაციოში შეეყვანა და მისი ორგანოები დაეთვალიერებინა. 5 საათის შემდეგ ყველაფერი დასრულდა. ექიმი გამოვიდა და მითხრა - აი, ნახე, ტამპონი გამომიტანა თვითონ. აი, ნახე, უბრალოდ, რა ვნახეთ მის მუცელში და ნენეს რა სტანჯავდა. გაოგნებული დავრჩით იმიტომ, რომ ბავშვს 2 თვის ასაკში ჩაუტარდა ეს ოპერაცია იაშვილის კლინიკაში. აქ რომ ჩამოვედით, ბავშვი 1 წლის და 2 თვის იყო - ზუსტად 1 წლის მერე აღმოაჩინეს ეს ტამპონი ბავშვის მუცელში. 2 თვის 2 კგ-იანი ბავშვი, რომელმაც ამხელა ოპერაცია გადაიტანა, რასაც ექიმი არ ელოდებოდა, რომ გადაიტანდა, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირეს. მას გადასარჩენი ოპერაცია კი არა, დამღუპველი ოპერაცია ჩაუტარდა. ასეთი რაღაც, რაც თქვენ დაგემართათ, აფრიკის ქვეყნებში აღარ ხდება, საიდან ჩამოხვედიო“, - ამბობს ლია ალიბეგაშვილი. 

ოჯახს სამართლებრივად საია ეხმარება. საიას იურისტის თქმით, წინაპირობები არსებობს, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე. 

ნენეს დედა: ფრანგმა ექიმებმა გვითხრეს, ასეთი რამ აფრიკის ქვეყნებშიც აღარ ხდება

მშობელი იაშვილის კლინიკას 2 წლის შვილის სხეულში დოლბანდის ჩარჩენის გამო უჩივის

„ლიბერალი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ საქმეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილება იძიებს. უწყების ინფორმაციით, მათ საჩივრით ბავშვის მამამ აპრილში მიმართა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^