Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასამართლომ „აიისას" დამფუძნებელი 500 ლარით დააჯარიმა

04 მაისი, 2018 10:27

თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ბრენდი „აიისას“ დამფუძნებელი ანა გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა და პრეზერვატივების არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის სარეკლამო შეფუთვა იყო არაეთიკური. 

ჯარიმის გარდა, „აიისას“ დამფუძნებელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აეკრძალა პროდუქტზე განთავსებული არაეთიკური რეკლამების გავრცელება, განთავსება პროდუქტზე, სოციალურ ქსელში და სხვაგან;

„[გაჩეჩილაძეს] დაევალოს, გავრცელებული, განთავსებული ან მიმდინარე არაეთიკური რეკლამების ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან", - აღნიშნა მოსამართლემ.

„აიისას“ მფლობელის ანი გაჩეჩილაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა „ქართული იდეის“ განცხადების საფუძველზე შეადგინა.

მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.

„თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ვერ აკმაყოფილებდა კანონის ფორმალურ და მატერიალური მოთხოვნებს. ოქმი იყო დაუსაბუთებელი და ვიზუალური მასალის არაეთიკურობასთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენლის პოზიცია ეფუძნება აბსტრაქტულ შეფასებებს და მის სუბიექტურ წარმოდგენებს რელიგიის, მორალისა და ზნეობის შესახებ“, - ნათქვამია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) განცხადებაში. ორგანიზაცია სასამართლოში ანა გაჩეჩილაძის ინტერესებს იცავდა.

წინა სხდომაზე მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ინტერესების დამცველი გიორგი კიკნაძე აცხადებდა, რომ „აიისას“ რეკლამები ეროვნულ ღირსებასა და რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. მერიის წარმომადგენელმა ოქმზე დართულ იმ 4 ფოტოზე ისაუბრა, რომელიც პრეზერვატივის შეფუთვაზეა დატანილი. ბმულზე შეგიძლიათ ვრცლად გაეცნოთ გიორგი კიკნაძის შეფასებებს.

„ყვითელი ზეციური ფერია, ისევე, როგორც ცისფერი" - მერიის არგუმენტები „აიისას“ წინააღმდეგ

„ხელის ამ ფორმით მრევლს ლოცავენ" - „აიისას“ მერიამ ოქმი შეუდგინა და სასამართლოში გაგზავნა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^