მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზციიის ლიდერი, ალექსეი ნავალნი დააკავეს. აქციზე ასევე გამოჩნდა ე.წ. „კაზაკთა რაზმი“, რომლის წევრებიც მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან.
7 მაისს დაგეგმილ ინაუგურაციამდე რუსეთში ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია დაიწყო. „Он нам не царь" (ის ჩვენი მეფე არაა)“ - ამ მოწოდებით ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი პუტინის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევას აპროტესტებს.
სწორედ ამ მიზნით შეიკრიბნენ დღეს მოქალაქეებმა პუშკინის მოედანზე. ადგილზე მალევე გამოჩნდნენ პოლიციელები და დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს.
მოსკოვის გარდა საპროტესტო მსვლელობა 90-მდე ქალაქში დაიწყო. თუმცა, უმეტეს რეგიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ საპროტესტო მსვლელობები არასანქცირებულად გამოაცხადა და მოქალაქეების დაკავება დაიწყო. როგორც ნავალნის შტაბში ამბობენ, ირკუტსკში სამართალდამცველებმა 75 დემონსტრანტი დააკავეს.
ალექსეი ნავალნი ხელისუფლებას კორუფციისა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს. როგორც აქციის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, პუტინის ხელისუფლება სიღარიბესთან ბრძოლის ნაცვლად ოლიგარქებს უჭერს მხარს. ზლოკავს ინტერნეტს, იჭერს ხალხს და ქვეყნის განვითარების ნაცვლად ფულს პროპაგანდაში ხარჯავს.
ვლადიმირ პუტინი რუსეთში პრეზიდენტად 18 მარტს კიდევ ერთხელ აირჩიეს. არჩევნებში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატურა დაუბლოკა ოპოზიციის ლიდერს, ალექსეი ნავალნის, რადგან ის 2017 წლის თებერვალში კიროვში სასამართლომ სახელმწიფო კომპანია „კიროვლესის“ კუთვნილი ქონების მითვისების საფუძველზე დამნაშავედ ცნო. ნავალნი კი ამბობს, რომ ის დამნაშავე არ არის და ეს საქმეც მისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ხელის შეშლისთვის გამოიყენეს.
LIVE► სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად მოსკოვში საპროტესტო აქცია დაიწყო