საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით, დღეს ძიუდოისტები აქციას გამართავენ.
„5 საათზე მთავრობის კანცელარიასთან, ვისაც სურს, შემოგვიერთდეს", - უთხრა ჟურნალისტებს ვარლამ ლიპარტელიანმა.
ძიუდოს ფედერაციაში დაპირისპირება გრძელდება. გუშინ სპორტსმენებმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნაში ჩააგდეს, კაბინეტის კარი კი აჭედეს.
ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტის კარი აჭედეს
კითხვები დავით ქევხიშვილს - ძიუდოისტები განცხადებას ავრცელებენ
ძიუდოისტთა ნაკრების სამწრთვნელო შტაბის მთელი შემადგენლობა გადადგა