Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზაზა სარალიძე - მოსამართლე ეკა არეშიძემ დღევანდელი განაჩენით ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა

31 მაისი, 2018 20:26

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მოსამართლე ეკა არეშიძეს დღევანდელი გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის. სარალიძის თქმით, ეკა არეშიძე სისტემას არ დაემორჩილა და ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა. 

„დღეს, კიდევ მინდა მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეკა არეშიძეს, რომელმაც ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა და სისტემას არ ადემორჩილა. სანამ სისტემა არ დაინგრევა და ყველა პასუხისგებაში არ მიეცემა, მანამდე ვიდგები რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა სარალიძემ. 

სარალიძის ადვოკატი - „მოსამართლემ ამ ნაბიჯით პროკურატურას მიანიშნა, რომ საქმე გამოსაძიებელია"

----------------

დღეს თბილისის საქალაქო მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების მიმართ სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. 

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლემ ორივე ბრალდებული გაამართლა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მოსამართლემ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ხოლო სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა. 

კერძოდ, ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გამართლდა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა. 

კობახიძე: მოსამართლის გადაწყვეტილება სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^