Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქციაზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ

31 მაისი, 2018 21:33

ამ წუთებში თბილისში პარლამენტთან გამართულ აქციაზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ.

წულუკიანი დღეს მიმდინარე მოვლენებს ორჯერ გამოეხმაურა:

წულუკიანი - ზაზა სარალიძეს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურორი

წულუკიანი შოთაძის გადადგომაზე - „მის ამ გადაწყვეტილებას მე არ ვეთანხმები"

ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ აქციის მოთხოვნები გაახმოვანა. მისი თქმით, თანამდებობები დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ მოსამართლეებმა: ლევან მურუსიძემ (სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე), მიხეილ ჩინჩალაძემ (სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე) და  ნინო გვენეტაძემ (უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე):

ასევე, კუპრავას განცხადებით, მათი მოთხოვნაა, ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით შეიქმნას სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც სხვა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება და სწორედ ამ ჯგუფმა შეარჩიოს პროკურორობის ახალი კანდიდატი, რომელსაც შემდეგ პარლამენტი დანიშნავს. მისივე თქმით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირი, ვინც „ბავშვების საქმის ფალსფიცირებაში მონაწილეობდა“. 

კუპრავა: წამზომი ჩართულია, თანამდებობა დატოვოს მურუსიძემ, ჩინჩალაძემ, გვენეტაძემ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^