Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წულუკიანი - ზაზა სარალიძეს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურორი

31 მაისი, 2018 16:49

ზაზა სარალიძეს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე საქართველოს მთავარი პროკურორი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. მინისტრის ამ განცხადებას პირველი არხი ავრცელებს. 

„ძალიან მინდა, რომ მიუხედავად ძალიან დიდი და გაუსაძლისი ტკივილისა, ზაზა სარალიძემ ყველა ძალისხმევა გაწიოს იმისთვის, რომ მოისმინოს, რასაც ახლა ვამბობ – მას არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე არის საქართველოს მთავარი პროკურორი. ამას არ ვიტყოდი ასე რომ არ იყოს. შესაბამისად, „გამოდი, შემხვდი ქუჩაში და საქმე ქუჩაში გამოვიძიოთ“ – ეს არის საქმე, რომელიც მკვლელობის საქმეა, უბრალოდ მკვლელობის საქმე არ არის. ეს ბავშვთა მკვლელობის საქმეა. ამიტომ, ასეთი საქმეების ქუჩაში გამოძიება არ ხდება. შესაბამისად, რადგან ჩვენ დაზარალებული და სახელმწიფო ერთი ინტერესის მსახურში ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად ვიმუშაოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი განმარტებით, პროკურატურამ 100-მდე მოწმე დაკითხა და აქედან, გამოძიებასთან მხოლოდ ოთხი თანამშრომლობს. ასეთ შემთხვევაში, სასწაულის მოხდენის მოლოდინი ვერ იარსებებს.

„როდესაც პროკურატურამ 100-მდე მოწმე დაკითხა და აქედან გამოძიებასთან მხოლოდ ოთხი თანამშრომლობს, რა თქმა უნდა, მოლოდინი ვერ გვექნება იმისა, რომ პროკურატურა და მათ შორის მთავარი პროკურორი სასწაულებს მოახდენს. რა თქმა უნდა, ირაკლი შოთაძეს შეუძლია ამ 100-მდე მოწმეს ხელი მოხვიოს და ყველა ციხეში გაამწესოს და აიძულონ ისინი, რომ რამე თქვან. ამაზე პასუხი ალბათ მარტივია, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს. ჩვენ დაზარალებულებმა, საზოგადოებამ, პროკურატურამ და საზოგადოების ფართო სპექტრმა ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გამოძიებასთნ მოწმეებმა ითანამშრომლონ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ამასთან, იუსტიციის მინისტრი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომ საერთაშორისო ექსპერტიზა შვეიცარიაშიც ჩატარდეს.

„იმისთვის, რომ მართლმსაჯულება განხორციელდეს ყველას დახმარებაა საჭირო და არა ერთმანეთთან დაპირისპირება. ნებისმიერი გაიგივება ამ საქმის წარსულის სხვა საქმეებთან დაუშვებელია, რადგან ადრე სახელმწიფო და სახელმწიფოს მაღალჩინოსნები ჩადიოდნენ დანაშაულს და ძალადობდნენ ხალხზე, მათ შორის ბავშვებზე. აქ კი, საქმე გვაქვს მკვლელობასთან, რომელიც ბავშვთა შორისაა ჩადენილი. ამიტომაც გამომძიებელი, რომელიც სახელმწიფოა, მას სჭირდება დახმარება ბავშვების, მშობლების, მოწმეების და ყველასი ერთად, რათა ჭეშმარიტება დავადგინოთ. ჭეშმარიტება, რომლის მიმართაც კითხვის ნიშნები არავის გაუჩნდება, არც დასჯილს და არ დანაშაულის სავარაუდო ავტორს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„დამიდექით გვერდში“ - სარალიძე საზოგადოებას 7 საათზე პროკურატურასთან მისვლას სთხოვს

„რა უნდა დაადგინოს საერთაშორისო ექსპერტიზამ?! ნივთმტკიცებები აღარ არსებობს" - სარალიძე

საერთაშორისო ექსპერტიზა და უცხოელი პროკურორები - შოთაძის ბრიფინგი ხორავას საქმეზე

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამართლდა, დადუნაშვილის - გამტყუნდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^