Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხმალაძე: შესაძლოა, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

04 ივნისი, 2018 11:22

შესაძლებელია, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, - განაცხადა  თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად. 

ხმალაძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რა ღონისძიებები იქნება მეტროს მემანქანეების მიმართ გამოყენებული - დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა.

„რა თქმა უნდა, შესაძლოა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს არის სამართლებრივი საკითხი. მათი მხრიდან დარღვეულია კომპანიის შინაგანაწესი, კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა ღონისძიებები, ამას ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ“, - განაცხადა ხმალაძემ და აღნიშნა, ისინი აუცილებლად უნდა დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს და გააგრძელონ დედაქალაქის მომსახურება. 

„ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთადერთ გამოსავალს ვხედავ, რომ სამართლის და კანონის ჩარჩოებში ჩავჯდეთ. დავუბრუნდეთ ყველა იმ მოვალეობის შესრულებას, რასაც კანონი და ქალაქის ინტერესები გვავალდებულებს“, - განაცხადა ხმალაძემ. 

დღეს, 4 ივნისს, დილიდან თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა გაჩერებულია. მეტროს მემანქანეებმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გუშინ გაფიცვა და პარალელურად შიმშილობა დაიწყეს.

კახა კალაძის 3 ტყუილი - ლინა ღვინიანიძე

მეტროს მუშაობა გაჩერდა

თბილისის მერი მეტროს მემანქანეების გაფიცვას შანტაჟს უწოდებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^