Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაცვლიშვილი მემანქანეების გაფიცვაზე: დასაქმებულებთან ამ სახით ლაპარაკი არასწორია

04 ივნისი, 2018 14:22

მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშილი ამბობს, რომ პირველ რიგში მოსამართლის გადაწყვეტილება (გაფიცვის უფლების შეზღუდვა) არის ყველაზე უგუნური, რაც კი შრომით დავებში უნახავს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სრულიად აბსურდია, რადგან შრომის კოდექსში მემანქანეები არ არიან იმ პროფესიების ჩამონათვალში, რომელთაც კანონით ეკრძალებათ გაფიცვა. 

„ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი, რადგან, ამ ლოგიკით, ნებისმიერი გაფიცვა შეიძლება არაკანონიერად მიიჩნეოდეს შემდეგ. იმედი მაქვს,  რომ ეს პრეცედენტი  არ გახდება და ამ გადაწყვეტილების გადააზრება მოხდება" - ამბობს ნაცვლიშვილი. 

მეორე საკითხი, რასაც ხაზს უსვამს არის ის, რომ მემანქანეებს აქვთ სრული უფლება, გაიფიცონ და ეს არანაირი შანტაჟი არ არის არც მოსახლეობის, არც არავის მიმართ: „ეს არის უფლება ნებისმიერი ადამიანის, რომ მან კოლექტიურად იბრძოლოს უფრო მეტი ანაზღაურების ან შრომითი პირობებისთვის. გაფიცვის შანტაჟის კატეგორიაში განხილვა არასწორია".

დეპუტატმა „ლიბერალთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მემანქანეებს ძალიან მძიმე სამუშაო პირობები აქვთ, არანორმირებული სამუშაო საათები, მუდმივად მიწის ქვეშ უწევთ მუშაობა და ეს ძალიან რთულია.

„ამ ეტაპზე რაც შემიძლია, ვთქვა არის ის, რომ ყველას აქვს გაფიცვის უფლება. ჩემთვის მიუღებელია, რომ მემანქანე იქნება თუ სხვა ასე შერცხვენის საფუძველზე,ესაუბრო, თითქოს ის ღალატობს საზოგადოებრივ ინტერესებს და აშანტაჟებს საზოგადოებას. ამ სახით ლაპარაკი დასაქმებულებთან სწორად არ მიმაჩნია.

ნებისმიერ დასაქმებულს, რომლის მოთხოვნები არის სამართლიანი და ადეკვატური, მე ყოველთვის მხარს ვუჭერ. ეს იქნება საჯარო განცხადება, მისვლა თუ ა.შ. მე ჯერ კიდევ ვხედავ სივრცეს იმისას, რომ რაციონალური საუბარი შედგეს და რეალური მოლაპარაკება. 

მე არ მაქვს ინფორმაცია, რამდენად სწორად წარიმართა მანამდე ეს პროცესი, რამდენად იყო თავიდან მზადყოფნა კომპრომისების ან ერთის, ან მეორეს მხრიდან. ამიტომ, რადგან ამ პროცესს არ ვიცნობ, მე მგონია,  კიდევ არსებობს  სივრცე იმისა, რომ მხარეები დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან ამ პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზას უბრალოდ ვერ ვხედავ.

მიუხედავად იმისა, მოსამართლემ რა თქვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს,  ეს არის მათი განუყოფელი უფლება და ამ უფლებას მემანქანეები იყენებენ. იმედი მაქვს,  სწორედ ამ გაფიცვის საფუძველზე მეორე მხარე, ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანია, გადადგამს ნაბიჯს, რომ კიდევ ერთხელ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და კონკრეტულ, რაციონალურ შეთანხმებამდე მივიდნენ. 

მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ჩართვა არ იქნება საჭირო. თუ საჭირო იქნება, არც მაგაზე დავიხევთ უკან. თუ იქნება ამის საჭიროება, მე დიდი სიამოვნებით ჩავრთვები ამ შრომით დავაში. პარლამენტში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ ამ დავაში ჩართვის, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, თუ მივალთ მზადყოფნას გამოვთქვამ,“ - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი. 

თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხელფასის მატების მოთხოვნით გუშინ გაიფიცნენ. მათ შიმშილობა დაიწყეს. დღეს თბილისის მეტრო გაჩერდა, რადგან ღამენათევმა მემანქანეებმა განაცხადეს, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მოთხოვნას, რომელსაც მათ მეტროპოლიტენი შინაგანაწესით უწესებს. ამდენად, მათი თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფიცვაზე ნაწილობრივ დაწესებული აკრძალვა არ დარღვეულა. 

ბექა ნაცვლიშვილი მემანქანეებთან შესახვედრად მივიდა:

კახა კალაძის 3 ტყუილი - ლინა ღვინიანიძე

თბილისის მერი მეტროს მემანქანეების გაფიცვას შანტაჟს უწოდებს

ხმალაძე: შესაძლოა, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^