Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეა წულუკიანის მონაწილეობით შერჩეული ოთხი მთავარი პროკურორი

06 ივნისი, 2018 19:11

10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვს. მათი თქმით, წლების განმავლობაში არაერთი მთავარი პროკურორი შეიცვალა, რომელთა ნომინირებაში, სწორედ, თეა წულუკიანი იყო ჩართული, „რაც მიანიშნებს, რომ შერჩევის ეტაპზეც იყო პრობლემა“.

გთავაზობთ, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოქმედი მთავარი პროკურორების ჩამონათვალს და მიზეზებს, თუ რატომ დატოვეს მათ თანამდებობები:

არჩილ კბილაშვილი (ოქტომბერი, 2012 – 7 ნოემბერი, 2013)

მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩილ კბილაშვილი პრემიერ-მინისტრს თეა წულუკიანმა 2012 წლის ოქტომბერში წარუდგინა. იგი თანამდებობიდან 2013 წლის 7 ნოემბერს, პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. განცხადებაში იგი განმარტავდა, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, მასაც სურდა სამოქალაქო სექტორში გადასვლა, რათა მხარში ამოდგომოდა „აწ უკვე საზოგადო მოღვაწე ბიძინა ივანიშვილს“.

იგი პროკურატურაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობდა:

„მტკიცედ მჯერა, რომ ახალი პრეზიდენტისა და ახალი პრემიერის უფლებამოსილების დადასტურებისთანავე ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, უნდა მოხდეს ფუნქციათა გამიჯვნა, შიდა კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება, გამოძიებაზე პროკურატურის საზედამხედველო როლის გაძლიერება. პროკურატურის რეპრესიული მანქანა უნდა შეიცვალოს ინსტიტუციონალურად ახალი ევროპული მოდელის პროკურატურით. განსახორციელებელი რეფორმის უვერტიურად მესახება ახალი პოლიტიკის შემუშავება თეთრი საყელოს დანაშაულების გამოძიებისას, რომლის განხორციელებისათვის მუშა ჯგუფი უკვე შეუდგა თავის საქმიანობას. დადგა დრო მკაფიო პასუხი გაეცეს ქონებაჩამორთმეულთა და უკანონო განაჩენებით მსჯავრდებული ადამიანების პრეტენზიებს“ - ამბობდა კბილაშვილი.

ოთარ ფარცხალაძე (7 ნოემბერი - 30 დეკემბერი, 2013)

ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2013 წლის 30 დეკემბერს გადადგა, მას შემდეგ, რაც წასრულში მისი ნასამართლეობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ ფარცხალაძე 2000 წელს გერმანიაში ქურდობისთვის გაასამართლეს. „სტუდია მონიტორის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მას ბრალი ძალადობის გამოყენებით ძარცვისთვის ჰქონდა წაყენებული.

ფარცხალაძემ გერმანიაში ნასამართლეობის ფაქტი დაადასტურა და თანამდებობა დატოვა, თუმცა აღნიშნა, რომ გერმანიის პროკურატურა არა ქურდობას, არამედ „პოლიციასთან შელაპარაკებას“ ედავებოდა.

მოგვიანებით, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ფარცხალაძეს ამ თანამდებობაზე მუშაობის მორალური უფლება არ ჰქონდა.

„სამწუხაროდ, მე ბატონ ოთარს მანამდე არ ვიცნობდი, ის წარვუდგინე პრემიერს, რომელიც, აგრეთვე ჩემთან ერთად აღმოჩნდა იმ ძალიან უსიამოვნო სიურპრიზის წინაშე, რომელიც იყო ბატონი ფარცხალაძის წარსული ნასამართლეობა“, - თქვა წულუკიანმა.

გიორგი ბადაშვილი (21 იანვარი, 2014 – 19 ნოემბერი, 2015)

გიორგი ბადაშვილს პროკურორის უფლებამოსილება მას შემდეგ შეუწყდა, რაც პროკურორის არჩევის ახალი წესის, შესაბამისად, საქართველოს ახალი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდა.

თუკი მანამდე მთავარ პროკურორს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა პრემიერ–მინისტრი. 2015 წლის სექტემბრიდან  მთავარი პროკურორის არჩევის უფრო რთული პროცედურა შემოვიდა პარლამენტისა და ახალი ორგანოს - საპროკურორო საბჭოს ჩართულობით.

ირაკლი შოთაძე (27 ნოემბერი, 2015 – 31 მაისი, 2018)

ირაკლი შოთაზე იმ სამ პირს შორის იყო, რომელიც თეა წულუკიანმა (საპროკურორო საბჭოსა და მთავრობის მოწონების შემდეგ) მთავარი პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტმა ირაკლი შოთაძე მთავარ პროკურორად 2015 წლის 27 ნოემბერს აირჩია.

შოთაძე თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს, მას შემდეგ დატოვა, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პროკურატურის შენობასთან აქცია გამართა.

სარალიძე მთავარ პროკურორს მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოუძიებლობასა და დამნაშავეებითვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებს.

10 არასამთავრობო ორგანიზაცია თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვს და მისი მინისტრობის პირობებში მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^