Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: პოლიციამ აღკვეთა ნიკა მელიას სამართალდარღვევა, პარლამენტის წევრი თავისუფალია

11 ივნისი, 2018 18:23

„ნიკანორ მელია არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას და არ ემორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნებს. პოლიციამ ადგილზე აღკვეთა ნიკანორ მელიას სამართალდარღვევა. პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია თავისუფალია“,- აცხადებენ შსს-ში. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელია დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 9 პირი.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი.

„აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს“,- აცხადებენ შსს-ში. 

თუმცა, მოგვიანებით „ლიბერალთან“ საუბრისას ლევან ხაბეიშვილმა მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყო.

შსს-მ რუსთაველზე ინტერპოლით ძებნილი, მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული დააკავა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ მიმდინარე წლის 11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით სულ დაკავებულია 19 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთარი აზრის გამოხატვა მოახდინონ კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვან მართლწესრიგი და არ დაარღვიონ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

იმ შემთხვევაში, თუ კანონის საწინააღმდეგოდ ადგილი ექნება გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას ან მოძრაობის შეზღუდვის მცდელობას, პოლიცია შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^