ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლო პროცესი მოუგო. საქმე ეხებოდა დისკრიმინაციის ფაქტს.
ეს ინფორმაცია "ლიბერალს" რუსა ამირეჯიბმა დაუდასტურა.
2015 წლის დეკემბერში 130-ე სკოლის მოსწავლის მშობელმა რუსა ამირეჯიბმა განაცხადა, რომ მის შვილს თანაკლასელმა გაკვეთილზე კანის ფერის გამო შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სკოლის ადმინისტრაციას აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება არ ჰქონია. ამ შემთხვევის შემდეგ კონფლიქტი მოხდა მშობელსა და პედაგოგებს შორის.
შემთხვევის შესახებ მოკვლევა დაიწყო განათლების სამინისტრომ და სახალხო დამცველმა. რუსა ამირეჯიბმა კი სასამართლოს მიმართა.
აუდიტის დასკვნით 130-ე საჯარო სკოლას წერილობითი გაფრთხილება უნდა მიეცეს
ომბუდსმენი 130-ე სკოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას დაიწყებს
საქალაქო სასამართლომ 130-ე სკოლის სასარგებლოდ გამოიტანა განაჩენი. თუმცა რუსა ამირეჯიბმა სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 130-ე სკოლას მიმი ჩინეკესთვის დისკრიმინაციის ფაქტით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა 1000 ლარის ოდენობით.