მესტიის რაიონში, ჭუბერში, სადაც ნენსკრაჰესი შენდება, მთის ნაწილი ჩამოიშალა. ღვარცოფის შედეგად ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორიალია მიმდებარე ტერიტორია. ეს ინფორმაცია „ლიბერალს“ საგანგებო სიტუაციების სააგენტოში დაუდასტურეს. როგორც სააგენტოში ამბობენ, მსხვერპლის და დატბორილი სახლების შესახებ ინფორმაცია სააგენტოში არ შესულა, თუმცა, აგრძელებენ მუშაობას და მდინარის კალაპოტს ამოწმებენ.
Facebook-ზე მინდია გურჩიანი ავრცელებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, როგორ მოაქვს ადიდებულ მდინარეს ქვები და ხეები.
„არა დიდ კაშხლებს“- აქცია „ნენსკრაჰესის" პროექტის წინააღმდეგ