
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
როგორც „ლიბერალთან" საუბრისას პროფკავშირების წარმომადგენელი ილია ლეჟავა აცხადებს, 4 მეშახტე მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი, 2-მა მეშახტემ კი მსუბუქი დაზიანება მიიღო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.