Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გედევან ფოფხაძე: ბოდიშს ვიხდი ჩემი ციტატის გამო და კოლეგებს ვთხოვ, მომიტევონ

19 ივლისი, 2018 15:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გედევან ფოფხაძე კოლეგებს კომკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის უხდის და სთხოვს, რომ ეს ციტატა მიუტევონ. მისი განმარტებით, ეს განცხადება გადაჭარბებული იყო და ემოციურ ფონზე გააკეთა, ამიტომ კოლეგებს სთხოვს, გაითვალისწინონ ეს.

„ეს იყო ემოციური რეაქცია ინფორმაციაზე, რომელიც მივიღე. ეს ხომ ისედაც უტრირებული შეფასებაა. რაზეა საუბარი, ხშირად გამომითქვამს განსხვავებული აზრი გუნდის შიგნით და გუნდის გარეთაც მქონია განსხვავებული პოზიცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არასდროს გამხდარა ჩემ მიმართ რამე დისკომფორტის საფუძველი, თუნდაც ბოლო მოვლენებიც გახსოვთ. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი, პოლიტიკური დიალოგის ფორმატში გააგრძელოს ერთიან გუნდად მუშაობა, საუბარი, ურთიერთობა“, - განაცხადა დეპუტატმა.

ფოფხაძის თქმით, მას ჭიჭინაძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის შუამავლის როლის შესრულება სურს, რათა დეპუტატი პარტიიდან არ წავიდეს და გუნდურობა შეინარჩუნონ. 

„თავის დროზე დავით ჭიჭინაძე მარწმუნებდა, რომ „ქართული ოცნებიდან“ არ უნდა წავიდე, რადგან ჩვენი გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კი მე ვაპირებ იგივე გავაკეთო და დავითს ვესაუბრო ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს პოლიტსაბჭომ და მინდა, ამაში ყველა ჩემი თანაგუნდელი ჩაერთოს. თუ ვინმეს რაიმე წყენა აქვს დავითის მიმართ, ამაზეც გუნდის შიგნით უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღარ უნდა პოლიტიკაში ყოფნა, თუ ადამიანი განსხვავებული შეხედულების გამო პარტიამ შეიძლება, გარიცხოს. მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლიათ, პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან და ეს უფრო ადეკვატური იქნება. 

„სულ აღარ მინდა პოლიტიკაში ყოფნა, თუ ადამიანს განსხვავებული აზრის გამო გაგრიცხავენ“- ფოფხაძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს; არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები.

დავით ჭიჭინაძე "ქართული ოცნების" პარტიიდან გარიცხეს

გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.

ჭიჭინაძე პარტიიდან გარიცხვაზე: სიმართლის მოსმენა უჭირთ, ეს გახდა „ქართული ოცნების“ პრობლემა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^