მანანა ბერიკაშვილი, რომელიც კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე იყო, სამინისტროების შერწყმის შემდეგ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კონსულტანტად რჩება.
გუშინ ცნობილი გახდა განათლების მინისტრის ახალი მოადგილეების ვინაობა. კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე განათლების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა.
ირინა აბულაძე სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებას ჩაიბარებს
განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს 7 მოადგილე ეყოლება: მიხეილ გიორგაძე, ირინა აბულაძე, ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე.
რა პოზიცია უკავიათ უკვე ყოფილი კულტურის მინისტრის მოადგილეებს, ამ შეკითხვაზე გაერთიანებული სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი, კახა კანდელაკი და მუხრან შამათავა რეორგანიზაციის დასრულებამდე სამინისტროში კონსულტანტები იქნებიან.