განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ლია გიგაური პროფესიული განათლების მიმართულებით მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ სამინისტროში დაუდასტურეს.
დღემდე ლია გიგაური ზოგადი განათლების მიმართულებით მინისტრის მოადგილე იყო.
ირინა აბულაძე სამინისტროში ზოგადი განათლების მიმართულებას ჩაიბარებს
რამდენიმე კვირის წინ, სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამი იყო, რომ გრიფირების კონკურსის მონაწილე სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი, სავარაუდოდ, მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის დაა, რაც კანონმდებლობით, აკრძალულია. ამავე ფილმის მიხედვით, ლია გიგაურის დას, ლალი გიგაურს წვდომა ჰქონდა ინფორმაციაზე, რომელიც კანონმდებლობით კონფიდენციალურია. აღნიშნულთან დაკავშირებით, ლია გიგაურს კომენტარი არ გაუკეთებია, სამინისტროში კი განაცხადეს, რომ საკითხის შესასწავლად სამინისტრომ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მიმართა. ჯერჯერობით, მოკვლევის შედეგები უცნობია.
„დიოგენეს" საჩივარი სამინისტროს - რა კავშირი აქვს გიგაურის დას გრიფირების კონკურსთან
„სერიოზულად ვფიქრობ, ვიჩივლო კიბერბულინგის გამო"- ლია გიგაურის და ბრალდებებს პასუხობს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე იქნება. ზოგადი განათლების მიმართულებით, მინისტრის მოადგილის თანამდებობას ირინა აბულაძე დაიკავებს. პროფესიული განათლების მიმართულებით - ლია გიგაური. მოადგილეების თანამდებობას ინარჩუნებენ თეიმურაზ მურღულია და ალექსანდრე თევზაძე. კულტურის მიმართულებით მოადგილე იქნება ლევან ხარატიშვილი, სპორტის მიმართულებით კი - შალვა გოგოლაძე.
გუშინ გამოქვეყნდა მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს რეორგანიზაცია გამოცხადდა. როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, რეორგანიზაციას შესაძლოა, მოჰყვეს შტატების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირება.