Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალეკო ელისაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრობს

27 ივლისი, 2018 15:52

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენოს. როგორც მან „ლიბერალს“ განუცხადა, ამჟამად კეთილისმყოფელ ადამიანებთან კონსულტაციებს მართავს. 

„ბოლო დროს ვფიქრობ და არ გამოვრიცხავ. პრობლემა იმაშია, რომ ესაა ბოლო არჩევნები, როცა ხალხი პირდაპირი წესით აირჩევს პრეზიდენტს. შესაბამისად, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ძალიან დიდხანს მე საჯაროდაც ვამბობდი, რომ აღარ ვაპირებდი ამას, საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე და მარგველაშვილს მოვუწოდებდი, რომ მონაწილეობა მიეღო. ამ საკითხზე კომუნიკაციაც მქონდა და შეხვედრაც მინდოდა. მაგრამ მერე თვითონ გადაიფიქრა. თანაც ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე "ქართული ოცნების" კანდიდატი წარადგინა“, - აცხადებს ელისაშვილი.

მისი თქმით, თუ ისეთი ძლიერი კანდიდატი გამოჩნდა, რომელიც, მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამარცხებას შეძლებს, ის გვერდზე გადგება და მხარდაჭერას გამოუცხადებს მას. მისი თქმით, ასეთი კანდიდატი თანმიმდევრული და პრინციპული უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში კი შესაძლოა, თავად იყაროს კენჭი. ელისაშვილის შეფასებით, დამოუკიდებელ კანდიდატთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. 

„დავით უსუფაშვილს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მას არ აქვს შანსი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი დაამარცხოს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ის სიტყვებით ცდილობს ჩვენი და დიპლომატიური კორპუსის მოტყუებას, თორემ არანაირი დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება. მას მონები სჭირდება“, - განუცხადა ელისაშვილმა „ლიბერალს“.

დავით უსუფაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებში მე ვიქნები არაპარტიული, დამოუკიდებელი კანდიდატი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სურს, სახელისუფლებო გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატი არ დაასახელოს.

ივანიშვილი: ჩემი პოზიციაა, რომ არ დავასახელოთ პრეზიდენტობის კანდიდატი

„ჩემი პოზიციაა, რომ არ დავასახელოთ პრეზიდენტობის კანდიდატი",- განაცხადა მან. ივანიშვილის შეფასებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ასე უკეთესი იქნება.

პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, იგი გუნდს ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერას სთავაზობს, მაგრამ თუკი ასეთი კანდიდატი არ იქნება, მას სურს, რომ ამ ინსტიტუტისთვის მხოლოდ ოპოზიციამ იბრძოლოს. 

როგორც ყოფილი პრემიერი ამბობს, „ქართული ოცნებაში“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, მათ შორის, თავად ბიძინა ივანიშვილზე, აგრეთვე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე, თეა წულუკიანზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^