Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

31 ივლისი, 2018 15:38

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედის“   ეთერში დეკანოზმა, ანდრია ჯაღმაიძემ შეაფასა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო უნდა გაუქმდეს, რადგან მალე შესაძლოა, მოწევა სავალდებულოც კი გახდეს.

„ეს გადაწყვეტილება უკიდურესად ნეგატიურ მოლოდინს აჩენს. ვფიქრობ, საერთოდ გასაუქმებელია საკონსტიტუციო სასამართლო. არ შეიძლება, 4 კაცი 4 მილიონის ნებას უგულებელყოფდეს და მათ ბედს წყვეტდეს. კონსტიტუციის მე-16 მუხლზე დაყრნდობით მიიღო ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ, ვფიქრობ ეს არის შორსმიმავალი გეგმები იმიტომ, რომ მე-16 მუხლში ძალიან მარტივი ფრაზა წერია: თითოეულ ადამიანს აქვს უფლება თვითგანვითარების. თუ ამ ლოგიკით სვლას გავაგრძელებთ ჩვენ მსგავს ლიბერალურ მიდგომას უნდა ველოდოთ კოკაინზე, ჰეროინზე და ა.შ.",- თქვა მამა ანდრიამ.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე ყველა სანქციის გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერების სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურად ცნო. 

მარიხუანის მოხმარებაზე ყველა სანქციის გაუქმებაზე გირჩის სარჩელი საკონსტიტუციომ დააკმაყოფილა​

მარიხუანის მოხმარებისთვის სანქციების გაუქმებაზე საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას აქვეყნებს​

რა სანქციები რჩება მარიხუანის ფლობისთვის - იურისტის განმარტება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^