Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიტროპოლიტი პეტრე: პრეზიდენტის სინდისზე იყოს „ციანიდის საქმე“ და მამაოს მდგომარეობა

02 აგვისტო, 2018 17:55

„ცხადად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლო არის არსებული, სამწუხაროდ, დამნაშავე სისტემის შემადგენელი ნაწილი და არა მსხვერპლი“,- ასე ეხმაურება ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გიორგი მამალაძის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

უზენაესი სასამართლო: გიორგი მამალაძის საჩივარი დასაშვებობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა

საზოგადოებისთვის სიმართლის გამორკვევისა და თქმის ვალდებულებას მიტროპოლიტი სინოდსა და პარლამენტს აკისრებს. 

„წმინდა სინოდმა უკვე დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს მიღებული გადაწყვეტილებისა და განჩინების შესაბამისად და შექმნას კომისია, რომელიც ქართველ ერს საბოლოოდ ეტყვის სიმართლეს. წმინდა სინოდის კომისიის პარალელურად პარლამენტში უკვე არსებულმა კომისიამ, რომელიც ეფექტიანად მოქმედებს და მუშაობს, გამოითხოვოს ე.წ. ციანიდის საქმე და ჩაერთოს დიდსულოვნად ამ პროცესში“, - განაცხადა პეტრე ცაავამ.

უზენაესმა სასამართლომ გიორგი მამალაძის საქმე წარმოებაში არ მიიღო – გიორგი ფანცულაია

უზენაესმა სასამართლომ გიორგი მამალაძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო. სასამართლო განმარტავს, რომ საჩივრები არ აკმაყოფილებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის კრიტერიუმებს. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი კანონიერია და წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებული პირის ბრალეულობა.

გიორგი მამალაძის შეწყალების პასუხისმგებლობას კი მიტროპოლიტი პეტრე პრეზიდენტს აკისრებს. 

„იყოს პრეზიდენტის სინდისზე ციანიდის საქმე და მამაოს მდგომარეობა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

ქორიძე: შეწყალებულთა შორის გიორგი მამალაძე არ არის

დღეს პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, შეწყალებულთა შორის არ არის გიორგი მამალაძე.

„გიორგი მამალაძე არ იყო მსჯავრდებულთა იმ სიაში, რომელთა საკითხებსაც განიხილავდა კომისია,  შესაბამისად, მასზე რეკომენდაციას ვერ წარუდგენდა კომისია პრეზიდენტს. ამასთან, გიორგი მამალაძის სასამართლო პროცესი სრულად დამთავრდა გუშინ“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^