Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აგია ჩემი კომენტარი" - მარგველაშვილი გია ვოლსკის განცხადებაზე

02 აგვისტო, 2018 18:26

„მე მოგახსენეთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიმაჩნია, რომ დაფუძნებულია გონივრულ სახელმწიფოებრივ და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე. აგია ჩემი კომენტარი." - ასე უპასუხა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც მას გია ვოლსკის განცხადების შეფასება სთხოვა. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, გონივრული ნაბიჯი გადადგას და ქვეყანას საშუალება მისცეს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ახალი კონსტიტუციის შესაბამისად აირჩიოს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

დღეს ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციას დაიწყებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის შესარჩევად.

მოქმედი კონსტიტუციით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს, ხოლო მას თანამდებობაზე პარლამენტი ნიშნავს. 

ახალი კონსიტუტიციის მიხედვით კი, რომელიც ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ამოქმედდება, კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენცია გახდება. 

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ნინო გვენეტაძის გადადგომის შემდეგ, პრეზიდენტს მოუწოდეს ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე უზრუნველყოს „კანდიდატის დასახელება და დანიშვნა, რომელიც ობიექტურად აფასებს სასამართლო ხელისუფლებაში არსებულ ვითარებას და გადადგამს პრინციპულ ნაბიჯებს მათ მოსაგვარებლად." 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^