Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სოფო გორგოძე უხელმძღვანელებს

04 ოქტომბერი, 2018 13:41

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სოფო გორგოძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინიტრმა მიხეიულ ბატიაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

მიმდინარე წლის 10 სექტემბერს სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები თანბამდებობიდან გათავისუფლდნენ. იქამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მაია მიმინოშვილი ხელმძღვანელობდა. 

******

სოფო გორგოძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, სოფო გორგოძეს აქვს მასწავლებლად, განათლების კონსულტანტად და განათლების პროექტების მართვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ილიას უნვიერსიტეტში იგი კითხულობს სხვადასხვა სალექციო კურსს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. სხვადასხვა დროს კოორდინაციას უწევდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას და ტემპუსის უმაღლესი განათლების მართვის პროგრამას, რომელიც უმაღლესი განათლების სამაგისტრო პროგრამის დანერგვას ითვალისწინებდა საქართველოსა და სომხეთში.

სოფო გორგოძე მუშაობდა განათლების კონსულტანტად სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის – მსოფლიო ბანკში, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში, ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრში, გოპა კონსალტინგში და ა.შ. ამჯერად იგი ორგანიზაცია IREX – ის პროფესიული განვითარების ექსპერტია მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

სოფო გორგოძე მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2007-2010 წლებში იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი.

სოფო გორგოძეს აქვს განათლების დოქტორის ხარისხი. მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში საერთაშორისო განათლების პოლიტიკის მიმართულებით. ასევე – მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკანისტიკის მიმართულებით. იგი სწავლობდა ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიას.

მიმინოშვილი, სანიკიძე და სხვები - განათლების მინისტრმა სსიპის დირექტორები გაათავისუფლა

მაია მიმინოშვილი: საკადრო ცვლილებებში დრამატული არაფერია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^