განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა დაასრულა გრიფირების საკითხის შესწავლა. ამის შესახებ სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„გრიფირების შედეგად 1-6 კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესში დაინერგა შინაარსობლივად, ვიზუალურად და ტექნიკურად მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები, ამის მიუხედავად სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვის ნიშნები და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურს დაევალა პროცესიის სრულყოფილად შესწავლა. შედეგად გამოვლინდა არაერთი სხვადასხვა ხარისიხს დარღვევა,და ხარვეზე. თუმცა ფინალურ ეტაპზე პროცესის შეჩერება ან გადავადება რისკის ქვეშ აყენებდა მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების გადაცემას სასწვალო წლის დაწყებამდე. ვინაიდან გრიფირების პროცესში ჩართული ცალკეული სუბიექტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ცდება მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს, ხოლო გამოვლენილ დარღვევებში შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სამინისტროს გადაწყვეტილებით ინსპექტირების დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება სამართალდამცავ ორგანოებს“,- აცხადებენ სამინისტროში.
ლია გიგაური და თემურ მურღულია განათლების მინისტრის მოადგილის პოსტიდან გაათავისუფლეს
„დიოგენეს" საჩივარი სამინისტროს - რა კავშირი აქვს გიგაურის დას გრიფირების კონკურსთან
„სერიოზულად ვფიქრობ, ვიჩივლო კიბერბულინგის გამო"- ლია გიგაურის და ბრალდებებს პასუხობს