Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროგრამები, რომლებშიც განათლების სამინისტრომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ვერ დახარჯა - აუდიტი

18 ოქტომბერი, 2018 14:36

აუდიტის სამსახურის „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშში“ ნათქვამია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რამდენიმე პროგრამის/ქვეპროგრამის შემთხვევაში 2018 წლის ბიუჯეტში 8 თვის განმავლობაში, გამოყოფილი თანხა საერთოდ არ იქნა ათვისებული.

ეს კი აუდიტის სამსახურის შეფასებით, ეჭვის ქვეშ აყენებს  წლის ბოლომდე ამ პროგრამებისათვის გამოყოფილი დაფინანსების სრულად გამოყენებას.

უფრო კონკრეტულად კი, ნულოვანი ათვისების მქონე პროგრამებია: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების ხელშეწყობა, თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი.

„სკოლამდელი განათლების ხელშეწყობისთვის“ 2018 წლის ბიუჯეტის წლიური გეგმა 140 ათასი  ლარია. 

„სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების ხელშეწყობისთვის“  2018 წლის ბიუჯეტის წლიური გეგმა 1 მილიონი ლარია. 

„თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის ქროექტის“  2018 წლის ბიუჯეტის წლიური გეგმა 10 მილიონ 200 ათასი. 

„ლიბერალი“ დაუკავშირდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა განემარტათ მიზეზები, თუ რის გამო ვერ მოხერხდა აღნიშნული პროგრამების შემთხვევაში მათ შესასრულებლად გამოყოფილი თანხების ათვისება. თუმცა, ჯერჯერობით სამინისტროდან განმარტება არ მიგვიღია. სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ანგარიშის თანახმად, გარკვეული პროგრამები/ქვეპროგრამები კი გამოყოფილი დაფინანსების ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება როგორც ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ, ასევე დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში. მაგალითად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამაში - „ვისწავლოთ საქართველოში“ , რვა თვის მონაცემებით, ათვისებულია მხოლოდ 75 ათასი ლარი, რაც ცხრა თვის დამტკიცებული გეგმის 3.6%-ს და წლიური ბიუჯეტით განსაზღვრული გეგმის (2,800 ათასი ლარი) 2.7%-ს შეადგენს. ანალოგიური მდგომარეობაა „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამაში. კერძოდ, რვა თვის მონაცემებით, ათვისებულია ცხრა თვის დამტკიცებული და დაზუსტებული გეგმების, შესაბამისად 4.2% და 19.5%, ხოლო წლიური გეგმის (550 ათასი ლარი) მხოლოდ 3.2%;

 

როგორც აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზით, საბიუჯეტო ორგანიზაციების ჭრილში ვლინდება ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების პროცესში არსებული ხარვეზები, რაც გამოიხატება საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული დაუგეგმავი ღონისძიებების, ხარჯთაღრიცხვის ცვლილებებისა და დაბალი ათვისების მქონე პროგრამებისა და ქვეპროგრამების არსებობაში.

აუდიტის ანგარიში: 2018 წლის ბიუჯეტის აუთვისებელი თანხა ინფრასტრუქტურული პროექტებიდან

აუდიტის სამსახური: ლარის გაუფასურების გამო, სახელმწიფო ვალის ნაშთი 211 მლნ ლარით გაიზარდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^