აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, ბიუჯეტით განსაზღვრული საინვესტიციო კრედიტები წლიურ გეგმასთან შედარებით 25%-ითაა ათვისებული. ჯამში 1 237 მლნ ლარის შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტით 51 პროექტის დაფინანსება დაიგეგმა, თუმცა 8 თვის მდგომარეობით, 7 პროექტის შემთხვევაში საინვესტიციო თანხა საერთოდ არ გახარჯულა, მაშინ, როცა ამ პროექტებზე 9 თვეში 53 200 000 ლარის გახარჯვა იგეგმებოდა.
აუდიტის სამსახურის განმარტებით, საკრედიტო თანხის დროული ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის სესხებისათვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე. 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, 13 პროექტის შემთხვევაში 9 თვის გეგმის შესრულება 70%-ზე დაბალია. მათზე გადახდილი ვალდებულების გადასახადი კი 1.6 მლნ ლარია.
აუდიტის სამსახურის ცნობით, 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 17 მლრდ ლარია, რაც ამ წლის ბიუჯეტით დადგენილი ზღვრის 95%-ია. ამ თანხიდან 3.9 მილიარდი ლარი საშინაო ვალია, ხოლო 14 მილიარდი - საგარეო. ლარის გაუფასურების გამო, სახელმწიფო ვალის ნაშთი პირველ 9 თვეში 211 მლნ ლარითაა გაზრდილი. უწყებაში ვარაუდობენ, რომ თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდა, ნაშთი კიდევ უფრო გაიზრდება.
აუდიტის სამსახური: ლარის გაუფასურების გამო, სახელმწიფო ვალის ნაშთი 211 მლნ ლარით გაიზარდა
აუდიტის ანგარიში: 2018 წლის ბიუჯეტის აუთვისებელი თანხა ინფრასტრუქტურული პროექტებიდან
პროგრამები, რომლებშიც განათლების სამინისტრომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ვერ დახარჯა