Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპის მრჩეველი: საქართველოში აშშ-ს ელჩის დანიშვნა სენატში დამტკიცების პროცესს უკავშირდება

26 ოქტომბერი, 2018 21:22

ეროვნული უშიშროების საკითხებში, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის განმარტებით, ელჩის დანიშვნა სენატში დამტკიცების პროცესს უკავშირდება. 

“ეს უკავშირდება სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს. მეორე მხრივ, ელიზაბეთ რუდი შესანიშნავად ართმევს თავს ელჩის მოვალეობის შესრულებას. ის გადასარევად უძღვება საელჩოს, სანამ ახალ ელჩს დაამტკიცებენ”, – ასე უპასუხა ბოლტონმა დასმულ შეკითხვას თუ  როდის დანიშნავს ამერიკის შეერთებული შტატები ახალ ელჩს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

------------

„ტვ პირველის“ ეთერში, ჟურნალისტმა, ნინო ჟიჟილაშვილმა თქვა, რომ, მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ბრიჯიდბრინქსის დანიშვნაზე. ამ თემაზე მან კითხვა „გამჭირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს დაუსვა. 

„მეც მსმენია ამის შესახებ. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა, მსმენია სერიოზული საუბრები ამ ყველაფერზე. მე არ ვიცი, რა ახსნა აქვს საქართველოს მთავრობას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ცხადია, რომ ეს კარგის ნიშანი არ არის. საქართველოში არ ყოფილა ხელისუფლება, რომელიც უარს ეუბნება მთავარ პარტნიორს კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე", - თქვა ეკა გიგაურმა „ტვ პირველის“ ეთერში. 

"ეკა გიგაურს რამდენჯერმე მივანიშნე, რომ გავიდეს NGO სექტორიდან" - ივანიშვილი

ეკა გიგაური: არასამთავრობოებზე და ჩემზე მიმდინარეობს თავდასხმა, ამის უკან დგას მთავრობა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^