Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი: „იბერიას“ მუშაობის აღდგენა იგეგმება

27 ოქტომბერი, 2018 17:46

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვა საბოლოო გეგმებში არ შედის და მისი მუშაობის აღდგენა იგეგმება. აღდგომელაშვილის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის განმარტებით, როდის განაახლებს მაუწყებლობას ტელეკომპანია, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ აღიდგენს ფინანსურ სახსრებს „ომეგა ჯგუფი“.

„ნამდვილად პარალიზებული იყო კომპანია. ვნახოთ, როგორ იქნება, თუმცა ტელეკომპანიის საბოლოოდ დახურვის გეგმა არ განიხილება. ტელეკომპანიის შემთხვევაში თანამშრომლებთან დაკავშირებით მე ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ, რადგან ეს თავად ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვისაც სურვილი ექნება და უკვე სხვაგან არ იქნება წასული, იმ პერიოდში, როცა მოხდება მაუწყებლობის განახლება, ყველასთვის კარი ღია იქნება“,- განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა. 

გუშინ, გვიან ღამით „ომეგას“ თამბაქოს ქარხანას აქციზური მარკები გადაეცა, რის შემდეგაც ქარხანამ მუშაობა განაახლა. 

„ომეგას“ თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, კომპანია „ოჯთ“-მ სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. ამასთან, კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით.

შემოსავლების სამსახური „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

უწყებაში აცხადებენ, რომ გაითვალისწინეს კომპანია ოჯთ-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოეხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ საშუალებებს, იმისათვის, რომ კომპანას მიეცეს წარმოების განახლების შესაძლებლობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^